მომხმარებლის შექმნა
www.topwed.ge » სტატიები » საქორწილო მითები, რომლებიც უნდა დაამსხვრიოთ

საქორწილო მითები, რომლებიც უნდა დაამსხვრიოთ

11 апр 2023, 20:11
სტატიები
10
0
საქორწილო მითები, რომლებიც უნდა დაამსხვრიოთ

მხოლოდ პატარძალს უნდა ეცვას თეთრი – იმედია, თქვენი სტუმრები მიხვდებიან, ვინაა პატარძალი. თუ გსურთ მეჯვარეებსაც თეთრი კაბები ეცვათ, შეგიძლიათ მათთან ერთად სხვადასხვა სილუეტის, ქსოვილისა და აქსესუარით გაფორმებული სამოსი შეარჩიოთ. აუცილებლად უნდა გეკეთოთ ფატა – მართალია ცხოვრებაში ფატის ტარების ბევრი შანსი არ გექნებათ, თუმცა რაც იშვიათია, ყოველთვის კარგი არ არის. არსებობს ფატის უამრავი ალტერნატივა. მაგალითად, ყვავილების გვირგვინი, მეტალის თავსამკაული… უნდა ატაროთ ქუსლიანი – გასაგებია, რომ ქუსლიანი უფრო მაღალსა და გამხდარს გამოგაჩენთ, თუმცა ყველაფერს თავისი ფასი აქვს. რამდენიმე საათში, შესაძლოა სიარულის გაგიჭირდეთ. მთელი დღე ქუსლებზე დგომის შემდეგ ფეხები საშინლად აგტკივდებათ, რამაც შეიძლება ხასიათი გაგიფუჭოთ. არ აურიოთ მეტალები – ოქროსფერისა და ვერცხლისფერის კომბინაცია პოპულარული არ არის. ნუ შეგაშინებთ ექსპერიმენტები. შეურიეთ ფერები. შეგიძლიათ ყელსაბამი, საყურე და ბეჭედი სხვადასხვა მეტალისა და ფერის გაიკეთოთ. 


გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

შეიძლება დაგაინტერესოთ:

კომენტარები
კომენტარის მინიმალური ზომა - 50 სიმბოლო.