მომხმარებლის შექმნა
www.topwed.ge » სტატიები » როგორ შევარჩიოთ სამკაულები ქორწილისთვის

როგორ შევარჩიოთ სამკაულები ქორწილისთვის

10 авг 2023, 09:26
სტატიები
12
0
როგორ შევარჩიოთ სამკაულები ქორწილისთვის

 

სამკაული ისაა, რაც თქვენს საქორწილო ლუქს ავსებს და ალამაზებს. კაბის სტილზე, ფორმაზე, ქსოვილსა და ვარცხნილობაზეა დამოკიდებული მათი არჩევა. გთავაზობთ რჩევებს:

ყელსაბამი

თუ კაბა კორსეტიანი, მკლავების გარეშეა, მაშინ ყელსაბამი ძალიან მოგიხდებათ. თუ თქვენი კაბა თვლებითაა გაფორმებული და საკმაოდ დატვირთულია, უმჯობესია ძალიან სადა ყელსაბამი შეუსაბამოთ. თუ თვლების გარეშეა, მაშინ დიდი ყელსაბამი, მხრებზე და ზურგზე გადასულიც მოგიხდებათ.

 

საყურეები

საყურეები თითქმის ყველა კაბას და პატარძალს უხდება. თუ კაბა ყელამდე დახურულია, მაშინ ძალიან პატარა თვლები გაიკეთეთ. თუ ღრმა დეკოლტეა, გრძელი საყურე მოგიხდებათ.

 

თავსამკაული

თავსამკაული ნებისმიერი ზომის, ფორმის შეიძლება იყოს, შესაბამისად თქვენი თავის ფორმებთან მორგება არ გაგიჭირდებათ. ის შეიძლება იყოს მთელი თავის გარშემოწერილობისთვის განკუთვნილი, ან უბრალოდ ვარცხნილობის პატარა დეტალი. კაბის სტილის მიხედვით უნდა შეარჩიოთ. თუ პრინცესობა თქვენი ბავშვობის ოცნებაა, შეგიძლიათ პატარა გვირგვინი გაიკეთოთ.

 

სამაჯური

სამაჯური არც თუ ხშირად გამოყენებადი საქორწილო სამკაულია. თუ გსურთ, რომ ის თქვენი საქორწილო ლუქის ნაწილი იყოს, შეარჩიეთ კაბის სტილის და გაფორმების მიხედვით.

 


გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

შეიძლება დაგაინტერესოთ:

კომენტარები
კომენტარის მინიმალური ზომა - 50 სიმბოლო.