როგორ დავგეგმოთ ქორწილი
ეს არის მღელვარე და განსაკუთრებული პერიოდი ნიშნობიდან ქორწილამდე, რომელიც არასოდეს განმეორდება და ამ დროში თქვენ უნდა მოასწროთ ბევრი რამ, არ უნდა დაგავიწყდეთ, დაგეგმოთ და განახორციელოთ.
ქვემოთ შერჩეულია რჩევები და მითითებები, რომლებიც დაგეხმარებათ დროულად გააკეთოთ ყველაფერი და გათავისუფლდეთ ზედმეტი ნერვიულობისგან ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან დღეს.
♥♥ ქორწილის თარიღი
ქორწილის თარიღის შერჩევისას, დარწმუნდით, რომ ის დასვენების დღეა, რადგან უნდა იფიქროთ სტუმრებზეც.
♥♥ ქორწილის კონცეფცია
შეიძლება იყოს სხვადასხვანაირი. შეიძლება ქორწილის გაკეთება ტრადიციულ, თანამედროვე, კლასიკურ, ვინტაჟურ, როკერულ, სპორტულ, აღმოსავლურ და ა.შ. სტილში. ყველაფერი დამოკიდებულია თქვენს პირად სურვილსა და ფანტაზიაზე. მთავარია, რომ დეტალები იყოს შენარჩუნებული ერთ სტილში. ე.ი. თუ ქორწილი ტრადიციული ხასიათისაა, მაშინ მოსაწვევებიც, გაფორმებაც და სხვა დანარჩენიც უნდა იყოს ამავე სტილში. კარგია რამოდენიმე ძირითადი ფერის შერჩევა, რომლებსაც შეესაბამება დანარჩენი დეტალებიც. ასევე შეიძლება, მოსაწვევებში მიუთითოთ დრეს-კოდიც, რათა სტუმრები უკეთ მოემზადონ.
♥♥ ჯვრისწერა
თუკი აპირებთ ჯვრის დაწერას, დარწმუნდით, რომ ამ დღეს არ არის დიდი დღესასწაული, ან რამე სხვა გამონაკლისი.
♥♥ ადგილის შერჩევა
ადგილის შერჩევისას გაითვალისწინეთ წელიწადის დრო, ტრანსპორტირების საშუალებები, დარბაზის განრიგი, არის თუ არა ხმოვანი აპარატურა და შეგიძლიათ თუ არა მისი გამოყენება.
♥♥ შესვლის ცერემონიალი
ზოგიერთ რესტორანს აქვს თაღი შესვლის ცერემონიალისთვის, რომელიც ფასიანი ან უფასოა.
♥♥ ფართობი ცეკვებისთვის
დარწმუნდით არის თუ არა დარბაზში საკმარისი ფართობი ცეკვისთვის, შეგიძლიათ თუ არა სპეციალური მოწყობილობების შეტანა.
♥♥ მოსაწვევები
უნდა შეარჩიოთ ქაღალდი, კონვერტი, დიზაინი, ტექსტი. შეგიძლიათ მოძებნოთ დიზაინერი, რომელიც შექმნის მოსაწვევის მაკეტს. ეძებეთ იდეები ინტერნეტში. ფერები შეიძლება იყოს ისეთივე, როგორიც ინტერიერის და ყვავილების.
♥♥ სტუმრების სია
სიის შედგენისას დაურეკეთ მოწვეულებიდან ყველას და დარწმუნდით ზუსტად რამდენი მოდის; ამით თავიდან აიცილებთ შეცდომას ანგარიშში და საბანკეტო დარბაზის შერჩევაში.
♥♥ განაწილება
თითო მაგიდასთან შეიძლება ისხდეს 6-10 ადამიანი. სასურველია, რომ ყველა სტუმარი კარგად ხედავდეს დარბაზის ცენტრს და ახალდაქორწინებულთა მაგიდას.
♥♥ ყუთი ფულადი საჩუქრებისთვის
წინასწარ მოიფიქრეთ რაში შეინახოთ ფულადი საჩუქრები; ასევე სხვა სახის საჩუქრებიც, რათა შემდეგ არ დაგებნეთ.
♥♥ საჩუქრების გადაცემის ცერემონიალი
როგორც წესი, სტუმრები ჩქარობენ საჩუქრების გადაცემას. უმჯობესია, ქორწილის ორგანიზატორმა ადრევე გააფრთხილოს ისინი, რომ რეკომენდირებულია ამის გაკეთება ყველა ოფიციალური პროცედურის დამთავრების და მაგიდებთან დასხდომის შემდეგ.
♥♥ აპერიტივი
დაგეგმეთ, რომ ბანკეტის წინ სტუმრებს გაუმასპინძლდნენ სასმელებით, მაგ: შამპანიურით.
♥♥ სტუმრების განაწილება
თუ ელოდებით სტუმრებს სხვა ქალაქიდან, წინასწარ იზრუნეთ თუ სად გაათენებენ ღამეს.
♥♥ დროის განსაზღვრა
მაღაზიაში წასვლამდე წინასწარ დარეკეთ და შეუთანხმდით მისვლის დროზე. თან წაიყვანეთ მეგობარი. მოიზომეთ ყველაფერი, რათა კარგად გაერკვეთ მოდელში, რომელი მოგწონთ, შემდეგ კი აარჩიეთ რომელიც ყველაზე მეტად გიხდებათ. გაითვალისწინეთ, რომ კაბა შლეიფით ართულებს მოძრაობას და მეტად ჭუჭყიანდება. თუ ქორწილი ზამთარში, ადრე გაზაფხულს ან გვიან შემოდგომასაა იქონიეთ მოსაცმელი.
♥♥ დაჯავშნა
სალონებში არსებობს ტერმინი „პირველი ჯავშანი“; ეს არის, როცა კაბას კერავენ მხოლოდ თქვენთვის; იხდით მთლიან თანხას, დაბრუნების შემდეგ კი გიბრუნებენ ნახევარს. ჯავშანი შეადგენს ფასის 50 %-ს და გრძელდება 5 დღე. შეეცადეთ კაბა დააბრუნოთ დროულად და დაუზიანებელი.
დეფექტის არსებობისას შესაძლოა კაბა არ დაიბრუნონ და გირაოც არ დაგიბრუნონ, ამიტომ ფრთხილად იყავით ცეკვის დროს. შესაფერისი ვარიანტის შერჩევის შემდეგ გადაიღეთ ფოტოები სხვადასხვა რაკურსით და აჩვენეთ სხვებს, რათა დარწმუნდეთ არჩევანის სისწორეში.
♥♥ დარბაზის ფერადი გაფორმება და დეკორი
დარბაზის ფერადი გაფორმება შეიძლება იყოს სხვადასხვანაირი: მთლიანი გაფორმებიდან (შემოსასვლელი, ახალდაქორწინებულთა მაგიდა, სტუმრების მაგიდები და სკამები ) ცალკეულ გაფორმებამდე ( მხოლოდ სადედოფლო მაგიდა).
♥♥ საუკეთესო ყვავილები
უმჯობესია შეუკვეთოთ სეზონური ყვავილები, თუმცა შეიგიძლით სურვილისამებრ გამოიყენოთ სხვებიც. სიმკვეთრე ექნება იასამნებს და ლილიებს. დეკორისთვის შეიძლება სანთლების, აკვარიუმების, ფრინველების გალიების, დეკორატიული ქვების და ქსოვილების გამოყენება.
♥♥ ახალდაქორწინებულთა ტრანსპორტი
აარჩიეთ თქვენთვის სასურველი მანქანის მოდელი და ზუსტად გამოიანგარიშეთ რამდენი ადგილი გჭირდებათ.
♥♥ სტუმრების ტრანსპორტი
შეიძლება გააფორმოთ ბუშტებით, ზონრებით ან ყვავილებით.
♥♥ ახლადაქორწინებულთა მანქანის ყვავილებით გაფორმება
ყვავილები კარგად უნდა იყოს დამაგრებული, რათა არ გაფუჭდეს მოძრაობის დროს. სასურველია შენარჩუნებული იყოს ფერთა გამა საერთო ფონთან.
♥♥ ფეიერვერკი
შეუკვეთეთ მხოლოდ პროფესიონალებს. შეგიძლიათ თვითონ იყიდოთ, მაგრამ სარისკოა. შთამბეჭდავია ფეიერვერკები მუსიკალური გაფორმებით.
♥♥ საჰაერო მნათობი ფრანები
ბანკეტის ბოლოს ან შუალედში შეიძლება გაუშვათ საჰაერო მნათობი ფრანები, თუმცა ამის გაკეთება მოსახერხებელია უქარო ამინდში და ღია სივრცეში.
♥♥ ხელმძღვანელი
ის მნიშვნელოვანი ადამიანია ქორწილში. სწორედ მასზეა დამოკიდებული სტუმრების განწყობა. ხშირ შემთხვევაში ეს ადამიანი არის თამადა.
♥♥ ვიდეოგადაღება
ვიდეო ოპერატორი შეარჩიეთ რეკომენდაციების მიხედვით და გაეცანით მის ნამუშევრებს. გადაღება შეიძლება მიმიდინარეობდეს ერთი ან ორი კამერით. ორკამერიანი მომსახურეობა ძვირია, მაგრამ უფრო მასშტაბური, ასევე შეძლებთ, ორივეს სიძისა და და პატარძლის მომზადები პროცესის დაფიქსირებას. დღესასწაულის სცენარი წინასწარ უნდა იცოდეს გადამღებმა, რათა წინასწარ განსაზღვროს მნიშვნელოვანი მომენტები.
♥♥ ფოტოგრაფი
ფოტოგრაფიც შეარჩიეთ რეკომენდაციების მიხედვით. წინასწარ შეუთანხმეთ გადაღების სტილი და გააცანით თქვენი სურვილები. გააფრთხილეთ, რომ იყოს თქვენს სიახლოვეს, იმ შემთხვევისთვის თუ დაგჭირდებათ განსაკუთრებული კადრის გადასაღებად. ასევე მასაც წინასწარ გააცანით დღის გეგმა.
შეუთანხმდით, რომ მოგცეთ ყველა კადრის სურათი და საუკეთესოები დამუშავებული.
♥♥ საქორწილო მენიუ
უნდა გაითვალისწინოთ ყველაფერი, სრული მენიუს ფასი, პორციები, სტუმრების რაოდენობა თითეულ მაგიდასთან და მენიუს პროპორციულად გადანაწილება, ასევე შეიგიძლიათ თუ არა მიიტანოთ საკუთარი სასმელი, არაალკოჰოლური სასმელები, თევზეული, ტკბილეული და სხვ.
რესტორანში ტორტი მიიტანეთ ადრე და თხოვეთ შეინახონ მაცივარში, ასევე სასმელებიც, ზოგიერთი მათგანი უნდა მიართვათ ცივად, ამსათვის საჭიროა რომ ინახებოდეს მაცივარში 5-6 სთ.
♥♥ ბოკალი სიძე-პატარძლისთვის
ძალიან ლამაზად გამოიყურება ხრუსტალის ან სპეციალური დეკორით გაფორმებული ფუჟერები – მკაცრი სტილით სიძისთვის და უშუალოდ ქალური სტილის დედოფლისთვის.
♥♥ გოგოების საღამო
ეს წვეულება დაგეგმეთ ადრე ქორწილამდე ერთი კვირის განმავლობაში, იდეალური ვარიანტია პარასკევი. როგორც წესი მას აწყობენ პატარძლის მეგობრები. უნდა მოიფიქროთ დრეს-კოდი, აუცილებელი ატრიბუტია რეკვიზიტი პატარძლისთვის. ჩვეულებრივ ამ საღამოს პატარძალს ჩუქნიან თეთრეულს.
♥♥ საჩუქარი მეუღლისთვის ან მშობლებისთვის
პატარძალს შეუძლია მოამზადოს სპეციალური საჩუქარი მეუღლისთვის და მშობლებისთვის. ეს შეიძლება იყოს ცეკვა საყვარელ მელოდიის ფონზე ან თემატური სიმღერა. რა თქმა უნდა ეს უნდა იყოს სიურპრიზი.
♥♥ მუსიკალური გუნდი
მუსიკალური გუნდის შერჩევისას დაფიქრდით ბანკეტის სტილზე. თუკი არის ტრადიციული ქორწილი, მაშინ შეარჩიეთ ამ მიმართულების გუნდი. იგივენაირად ჯაზის და პოპ-მუსიკის მიმართაც. მომღერლების ჩაცმულობაც უნდა შეესაბამებოდეს საერთო თემას. წინასწარ შეარჩიეთ საქორწინო ვალსის კომპოზიცია ახალდაქორწინებულების დარბაზში შესვლის დროს, ასევე პირველი ცეკვისთვის. არ დაგავიწყდეთ საყვარელი კომპოზიციები და სიმღერები. განსაზღვრეთ მუსიკალური ნაწილის დრო და შესვენებები. მუსიკოსებისთვის მოამზადეთ ცალკე მაგიდა.
♥♥ ადგილი ფოტოსესიისთვის
შეარჩიეთ წინასწარ ფოტოგრაფთან ერთად; ეს შეიძლება იყოს მწვანე პარკი, ბოტანიკური ბაღი, არქიტექტურის ძეგლები ან ქალაქის ნებისმიერი ლამაზი ადგილი.
♥♥ ტორტი
წინასწარ გასინჯეთ იმ მწარმოებლის ნაწარმი, ვისაც შეუკვეთავთ ტორტს.
♥♥ კაბა
პირველ რიგში გადაწყვიტეთ, კაბას შეიკერავთ, იყიდით თუ იქირავებთ. საუკეთესო ვარიანტია შეკერვა; შეარჩიეთ მოდელი რომელიც მოგწონთ და კარგი მკერავი. მზა კაბა უნდა ეძებოთ სალონებში და ინტერნეტ-მაღაზიებში. თითიეულ სალონს დაუთმეთ 4-5 სთ.
♥♥ ფატა
ფატას ჯავშანით არ იძლევიან. ის იკერება ან იყიდება უშუალოდ თქვენთვის. შეარჩიეთ ის წინასწარ კაბის და ვარცხნილობის შეასაბამისად. მოსახერხებელია მოკლე ფატა, თუმცა არის კაბის მოდელები, რომლებსაც უხდება მხოლოდ გრძელი ფატა. ასევე შეიძლება შლიაპის, დიადემის ან ცოცხალი ყვავილებისგან გაკეთებული გვირგვინის გამოყენება.
♥♥ აქსესუარები
თუკი ნიშნობის ბეჭედი თეთრი ოქროსი ან პლატინის გაქვთ, დანარჩენი აქსესუარები უმჯობესია იყოს ფოლადისფერი; ყვითელი ბეჭდის შემთხვევაში სხვა მოსართავებიც ამავე ფერის უნდა იყოს. კაბებს, რომელთაც აქვთ ღია ზედა ნაწილი, უხდება გრძელი საყურეები; საყელოიან კაბებს კი მსხვილი ან პატარა კლიპსები.
♥♥ საქორწინო ფეხსაცმელი
უნდა შეარჩიოთ კაბის შეძენის შემდეგ. გაითვალისწინეთ, რომ ამ ფეხსაცმლით უნდა გაატაროთ მინიმუმ 12 სთ, უნდა იაროთ სხვადასხვა ადგილებში, უნდა იცეკვოთ და ა.შ.; ამიტომ ან თავიდანვე ამჯობინეთ სილამაზეს მოხერხებული ფეხსაცმელი ან წინასწარ მოამზადეთ შემცვლელი, რომელიც აგრეთვე უნდა იყოს სადღესასწაულო. პირველი ფეხსაცმელი უნდა იყოს ქუსლიანი, მეორე კი „ბალეტკები“.
დაიმახსოვრეთ! ფეხსაცმელებით პატარძალი არ უნდა იყოს ნეფეზე მაღალი, მიუხედავად იმისა, აქცევთ თუ არა ამას ყურადღებას, რადგან ფოტოებზე ეს ფაქტი კარგად არ აისახება.
♥♥ თეთრეული
თავს იგრძნობთ განსაკუთრებით თვითდაჯერებულად, თუკი ტუალეტის ის წვრილმანები, რომელსაც მხოლოდ საქმრო ნახავს, იქნება ისევე მომხიბვლელი და განსაკუთრებული, როგორიც საქორწინო კაბა.
♥♥ სუნამო
ამ დღეს უნდა გქონდეთ განსაკუთრებული სურნელი. აარჩიეთ მსუბუქი, ახალი არომატი. კარგი ვარიანტებია: Carolina Hererra, Dior, Nina Ricci ან ნებისმიერი თქვენთვის მოსაწონი არომატი. მთავარია, რომ სურნელი არ იყოს მძიმე. შეიძლება იქონიოთ ჩანთაში და დროდადრო განაახლოთ სურნელი.
♥♥ ჩანთა
უნდა შეესაბამებოდეს სტილს და ფერებს. არ უნდა იყოს დიდი მოცულობის; შეიძლება ყიდვაც და იქ შეკერვაც, სადაც შეუკვეთავთ კაბას. ჩანთაში აწყობენ პატარა სარკეს, სველ სალფეთქს, ტუჩსაცხს ან პომადას, ტელეფონს.
♥♥ საქმროს კოსტიუმი
აუცილებლად უნდა შეეფერებოდეს საქორწინო კაბას. შეიძლება იმავე ფერის ან მატერიის ცხვირსახოცის გამოყენება. ყიდვა შესაძლებელია ქორწილამდე გაცილებით ადრე, რადგან არასეზონურ პერიოდში ფასები უფრო დაბალია. ასევე შეიგიძლიათ ისარგებლოთ ჯავშანით. ძალიან ელეგანტურია კოსტიუმი-სამეული ჟილეტით. ჟილეტი საქმროს შემატებს სადღესასწაულო იერს, იმ შემთხვევაშიც კი თუ გაიხდის პიჯაკს. განსაკუთრებით ზაფხულში, როდესაც პიჯაკით სიარული მოუხერხებელია.
♥♥ ჰალსტუხი
მნიშვნელოვანი დეტალია. გახსოვდეთ, რომ ყველაფერი უნდა იყოს ჰარმონიული, კლასიკური ჰალსტუხიც, „ბაბოჩკა“ და შარფიც.
უნდა იყოს კომფორტული და შეესაბამებოდეს ქამარს.
♥♥ პერანგი საქმროსთვის
სადღესასწაულოდ საჭიროა თეთრი პერანგი ზოპონებით; დაშვებულია სხვა ფერიც. ხშირად პერანგი ისვრება, ამიტომ წინასწარ მოამზადეთ დამატებითი პერანგი, რომელიც ჩამოკიდებული იქნება საკიდზე.
♥♥ ზოპონები
სასურველი შეეფერებოდეს ჰალსტუხს, ქამარს და ფეხსაცმელებს და იყოს იმავე ფერის, როგორიც პატარძლის აქსესუარები.
♥♥ მანიკური
ლაქის ფერი უნდა შეესაბამებოდეს მაკიაჟს, კაბის ფერს და აქსესუარებს. ისინი, ვინც ატარებენ დასაწეპებელ ფრჩხილებს, უნდა გაიკეთონ შილაკი, რათა ფერი იყოს გამძლე.
♥♥ ვიზაჟი და ვარცხნილობა
სპეციალისტი შეარჩიეთ წინასწარ და გაიკეთეთ შესარჩევი მარკიაჟი, რათა დარწმუნდეთ, რომ ეს ისაა რაც გსურთ და სწორად გათვალოთ დრო მომზადებისთვის. თუ გაქვთ სწორი და გრძელი თმა , არ არის რეკომენდირებული ხვეულების გაკეთება. ცუდ ამინდში თავიანთი და ლაკის სიმძიმის გამო დაიწევა უფრო ქვემოთ და ექნება მოსაწყენი შესახედაობა. კარგია ისეთი ვარცხნილობის გაკეთება, რომელიც კარგადაა დამაგრებული და არ გაიწეწება ფოტოსესიის და ცეკვის დროს.
♥♥ არაჩვეულებრივი შესახედაობა
გახსოვდეთ, რომ უნდა გამოიყურებოდეთ შესანიშნავად მთელი დღესასწაულის განმავლობაში. მაკიაჟმა და ვარცხნილობამ უნდა გაძლოს მინიმუმ 10 სთ. არ წაისვათ მყარი პომადა, ის შეიწოვება ტუჩების კანში და ექნება სუსტი ელფერი. უკეთესია პერიოდულად განაახლოთ პომადა ტუჩსაცხით („ბლესკით“).
♥♥ პედიკური
მაშინაც კი, თუ გეცმევათ კოლგოტი და ფეხებს ვერავინ დაინახავს, აუცილებლად მოიწესრიგეთ ფეხის ფრჩხილები. მიმზიდველად და ელეგანტურად გამოიყურება ფრენჩი. რეკომენდირებულია წაისვათ გელის საფარი ან შილაკი.
♥♥ პატარძლის თაიგული და საქმროს ჯიბის ყვავილი
თაიგული არ უნდა იყოს მძიმე, რადგან დიდხანს მოგიწევთ მისი ტარება და ასევე ჰარში სროლა. მოსახერხებელი თაიგული გრძელი ღეროებით.
გახსოვდეთ! პატარძლის თაიგული და საქმროს ჯიბის ყვავილი უნდა შეეფერებოდეს ერთმანეთს და კაბას და კოსტიუმს.
♥♥ სიძე-პატარძლის მეგობრების მორთულობა
უმჯობესია ქონდეთ საერთო ნიშანი სიძე-პატარძლის მეგობრებს; მაგ: სიძის ხელისმომკიდეებს შეურჩიოთ ერთნაირი ჰალსტუხები და საურველია თუ მათი კოსტიუმები იქნება ერთი ფერის.
♥♥ საქორწინო ბეჭდები
მათი შეძენა შეიძლება როგორც ჩვეულებრივ საიუველირო მაღაზიაში ასევე სპეციალურ ბუტიკებში; ხოლო თუ გინდათ ინდივიდუალური, მაშინ შექმენით ესკიზი შეუკვეთეთ იუველირს. ნაკეთობა შეიძლება გაფორმდეს სპეციალური გრავირებით; წარწერები შეიძლება გაუკეთდეს ნაყიდ ბეჭდებსაც.
ძვირადღირებული ნაკეთობის შეძენა იუველირთან უფრო იაფი დაგიჯდებათ ვიდრე მაღაზიაში ყიდვა. თუ გაქვთ ძველი იუველირული ნაკეთობები, რომლებსაც არ ატარებთ, შეიგიძლიათ მაღაზიაში გაცვალოთ წონით და თანხის დამტებით იყიდოთ ახალი.
ორი ყველაზე საჭირო ნივთი ქორწინებისათვის არის პასპორტები და საქორწინო ბეჭდები; მაგრამ იფიქრეთ კიდევ რა დაგჭირდებათ,
♥♥ საქმროსთვის
- თაიგული, რომელსაც აჩუქებს პატარძალს >>>
- ტანსაცმელი მეორე დღისთვის
- დამატებითი ფეხსაცმელი
- თეთრეული >>>
- ცხვირსახოცი >>>
- საათი >>>
- მობილური ტელეფონი >>>
- პასუხისმგებელი პირების საკონტაქტო ნომრები
♥♥ მეჯვარეებისთვის
- ზონრები
- თაიგულები
- ფოტოაპარატი
- ხელისმომკიდეების სია
♥♥ საქორწინო კორტეჟისთვის
- ზონრები მანქანებისთვის
- ყვავილები მანქანებისთვის
- საჰაერო ბუშტები
♥♥ საბანკეტო დარბაზისთვის
- ყვავილები
- სანთლები
- ზონრები
- სალფეთქები
- საჰაერო ბუშტები
- სპირტიანი სასმელები
სხვა
- ქორწილის დღის სრული განრიგი
- ბილეთები, პასპორტები, ჩემოდანი, ვიზა თუკი მიდიხართ სამოგზაუროდ უშუალოდ ბანკეტის შემდეგ.
და რაც ყველაზე მთავარია – არ დაგავიწყდეთ კარგი განწყობა, ღიმილი, რწმენა და ყველაფერი ჩაივლის შესანიშნავად.
გააზიარეთ სოციალურ ქსელებში