კოსტიუმი – ინსპირაცია მომავალი სიძეებისთვის
როცა ქორწილის ტანსაცმელზე ვიწყებთ ფიქრს, პრაქტიკულად ყველას, პირველად კაბა გვახსენდება. არანაკლებ დროს ვუთმობთ აქსესუარებისა და სხვა დეტალების შეხამებას. რატომღაც, ყველა ფიქრობს, რომ სიძის შარვალ-კოსტიუმის შერჩევა მხოლოდ ზომასთან და მორგებასთანაა დაკავშირებული. რა თქმა უნდა, ზომა ძალიან მნიშვნელოვანია და რამდენიმე სანტიმეტრით გრძელმა მკლავმა, ან განიერმა მხრებმა, შეიძლება ყველაფერი გააფუჭოს. თუმცა, მთავარი, მაინც სტილი და ფერია.
შავი კოსტიუმისა და თეთრი პერანგის ტრადიციული შეხამება კარგა ხანია მოსაწყენად ითვლება. რა ჩავიცვა? – ამ კითხვას ახლა ქალების მსგავსად კაცებიც ძალიან ხშირად უსვამენ საკუთარ თავს და თქვენ წარმოიდგინეთ, დიდხანაც ფიქრობენ. ახლა ყველა სიძე ცდილობს მაქსიმალურად გამორჩეულად გამოიყურებოდეს.
საქორწილო ტანსაცმლის შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ ქორწინების ადგილს, წელიწადის სეზონს, ამინდს, ნაჭერს და რაღა თქმა უნდა იმ ფერებს, რომლებშიც ერემონიალია გადაწყვეტილი.
თუ ჯერ კიდევ ფიქრის პროცესში ხართ და ვერ გადაწყვიტეთ, როგორ ჩაიცვათ, ინსპირაციისთვის ფოტოებს გთავაზობთ.
გააზიარეთ სოციალურ ქსელებში