მომხმარებლის შექმნა
www.topwed.ge » სტატიები » როგორ შევარჩიოთ ნიშნობის ბეჭედი

როგორ შევარჩიოთ ნიშნობის ბეჭედი

15 сен 2022, 14:04
სტატიები
254
0
როგორ შევარჩიოთ ნიშნობის ბეჭედი

 

„ცოლად გამომყვები?“ – ამ სიტყვების წარმოთქვამდე ყველა მამაკაცი ბევრს ფიქრობს. არანაკლებ რთული და საპასუხისმგებლოა ნიშნობის ბეჭდის არჩევა. ყიდვამდე უნდა გაითვალსწინოთ თქვენი რჩეულის გემოვნება და სტილი, რადგან ის მუდმივად უნდა ატაროს. ზოგს დიდთვლიანი ბეჭედი მოსწონს, ზოგს პირიქით – ნაზი და სადა.

თუ ძვირადღირებული, ბრილიანტის ბეჭდის ყიდვის საშუალება არ გაქვთ, თავს უხერხულად ნუ იგრძნობთ, ხელის თხოვნას ნუ გადადებთ და ამისთვის კრედიტს ნუ გამოიტანთ. თქვენს საყვარელ ადამიანს ყველანაირი ბეჭედი გაახარებს. მთავარია, გახსოვდეთ, ცარიელი ხელით ცოლობა არ სთხოვოთ მას.

თუ ქალისთვის სიურპრიზის გაკეთება გინდათ და არ გსურთ პირდაპირ კითხოთ, თუ როგორი ნიშნობის ბეჭედი მოსწონს, შეიარეთ „შემთხვევით“ საიუველირო მაღაზიაში ან დააკვირდით მის რეაქციას ამ ფოტოების დათვალიერებისას.

 


გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

შეიძლება დაგაინტერესოთ:

კომენტარები
კომენტარის მინიმალური ზომა - 50 სიმბოლო.