მომხმარებლის შექმნა
www.topwed.ge » სტატიები » უხერხულია თუ არა ფულის ჩუქება ქორწილში?

უხერხულია თუ არა ფულის ჩუქება ქორწილში?

20 июл 2022, 13:29
სტატიები
216
0
უხერხულია თუ არა ფულის ჩუქება ქორწილში?

 

ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ, ყველას უყვარს, როცა ფულს ჩუქნიან. ფაიფური, ოქრო-ვერცხლი, ბროლის ჭურჭელი თუ ელექტრო ხელსაწყოები იმდენად გავრცელებული და ბანალური საჩუქრებია, როგორც პარიზიდან ეიფელის კოშკის ბრელოკის ჩამოტანა. ამ ნივთების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, თანაც ყველა მათგანი საჭიროა, თუმცა ქორწილის შემდეგ პატარძალი აღმოაჩენს ხოლმე, რომ 20 ტაფა, 25 ჩაის თუ ყავის სერვისი, ათეულობით მაგიდის გადასაფარებელი და რამდენიმე უთო, წვენსაწური თუ ტოსტერი აქვს. დამეთანხმებით, ეს არცთუ სასიამოვნო შეგრძნებაა. თანაც ამ საჩუქრებიდან კონკრეტულად სიძისთვის არაფერია. ქორწილის დღეს პრივილეგიას პატარძალს ანიჭებენ.

ქართულ რეალობაში, სიძე პატარძლისთვის სასურველი საჩუქარი, მართლაც, ფულია. ხშირად, ახალდაქორწინებულ წყვილს სახლის გარემონტება ან ახალი ავეჯის ყიდვა უნდა. ამ შემთხვევაში ფული მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ. შესაძლოა, ქორწილის გადახდის შემდეგ მთელი დანაზოგი დახარჯეს და თაფლობის თვის მოწყობას ვეღარ ახერხებენ ან, სულაც, ახალი მანქანის ყიდვა სურთ. ამ შემთხვევებშიც, ფული საუკეთესო საჩუქარია და უფრო სასარგებლო, ვიდრე ქვაბი.

რჩევა სიძე-პატარძლისთვის

ხშირად, სიძე-პატარძალს ეუხერხულება  საჩუქრების შესახებ საუბარი. ჩვენი რჩევა იქნება, გაავრცელოთ ხმა ნათესავებთან, მეგობრებთან, ახლბლებთან, რომ თქვენთვის სასურველი საჩუქარი ფულია, რომელსაც სურვილისამებრ გამოიყენებთ. ამით სტუმრებსაც იხსნით საჩუქრის შერჩევის მძიმე ტვირთისგან და რაც მთავარია, უამრავი ერთნაირი ნივთი არ დაგიგროვდებათ.

რჩევა სტუმრებისთვის

რა თქმა უნდა, უხერხული იქნება საქორწილო მაგიდასთან მსხდომ ახალდაქორწინებულ წყვილს ფული „ჩაუთვალოთ“. გირჩევთ, იყიდოთ ან საკუთარი ხელით დაამხადოთ ლამაზი კონვერტი, რომელშიც ფულს მოათავსებთ და გადასცემთ სიძე-პატარძალს, ან მათი ნდობით აღჭურვილ ახლობელს.

ასე, რომ ფულის ჩუქება სულაც არაა უხერხული. თუმცა, ისიც გახსოვდეთ, რომ ყველანაირი საჩუქარი სიძე-პატარძლისთვის ერთნაირად სასიხარულოა.


გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

შეიძლება დაგაინტერესოთ:

კომენტარები
კომენტარის მინიმალური ზომა - 50 სიმბოლო.