მომხმარებლის შექმნა
www.topwed.ge » სტატიები » პრობლემები, რომლებიც, შესაძლოა, ქორწილის დღეს გაჩნდეს

პრობლემები, რომლებიც, შესაძლოა, ქორწილის დღეს გაჩნდეს

15 окт 2022, 05:45
სტატიები
83
0
პრობლემები, რომლებიც, შესაძლოა, ქორწილის დღეს გაჩნდეს

რაც არ უნდა დეტალურად დაგეგმოთ ქორწილის ყველა დეტალი, მოულოდნელობები მაინც თავს იჩენს ხოლმე. გაგაცნობთ იმ პრობლემებს და მათი გადაჭრის შესაძლო ხერხებს, რომლებიც, შესაძოა გაჩნდეს ცერემონიის დროს.

ცუდი ამინდი

ცუდი ამინდი მაშინაც კი უარყოფითად მოქმედებს თქვენს განწყობაზე, თუ საქორწილო ცერემონია ღია ცის ქვეშ არ გაქვთ. თქვენ მოგიწევთ გარეთ გასვლა, ფოტოების გადაღება და წვიმა ალბათ მნიშვნელოვნად შეცვლის თქვენს გეგმებს: დაგესვრებათ და დაგისველდებათ კაბა, გაგიფუჭდებათ თმა და მაკიაჟი. ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად წაიღეთ თან ბევრი ქოლგა თქვენი ახლობლებისთვის. ასე ძალიან კარგ ფოტოებსაც გადაიღებთ და თქვენს საქორწილო ლუქსაც არაფერი დაემუქრება.

ცელქი ბავშვები

ქორწილი ბავშვების გარეშე წარმოუდგენელია. მათ უამრავი ენერგია აქვთ, დარბიან, თამაშობენ შეუსვენებლად და სულ არ ადარდებთ მშობლების მიერ საგანგებოდ შერჩეული ტანსაცმლის ბედი. თამაშისას, შესაძლოა, თქვენი დეკორაცია დააზიანონ, ამიტომ აუცილებელია გასართობი საშუალებების მოფიქრება მათთვის. მოაწყვეთ პატარა კუთხე, დადეთ გასაფერადებელი ნახატები და ბავშვებს იმ კუთხეს ვეღარ მოწყვეტთ.

მანქანის მართვა ალკოჰოლის მიღების შემდეგ 

სიძე-პატარძალი, რა თქმა უნდა, ვერ გააკონტროლებს ყველა სტუმარს. თუ ვინმემ ალკოჰოლის გადაჭარბებული რაოდენობა მიიღო და საჭესთან დაჯდომა მოინდომა, ამ ყველაფერს, შესაძლოა, საგანგაშო შედეგებიც მოჰყვეს. სთხოვეთ ქორწილის ორგანიზატორს, ან თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს, თვალი ადევნოს სტუმრებს და არ მისცეს მათ ნასვამ მდგომარეობაში საჭესთან დაჯდომის საშუალება. ამისთვის არსებობს ტაქსი.

პატარძლის ყვავილების ჭკნობა

მთელი დღე წყლის გარეშე ყვავილებისთვის დაჭკნობას და სიკვდილს ნიშნავს. შეარჩიეთ ისეთი ყვავილები რომლებიც დიდხანს გაძლებენ. ან სთხოვეთ თქვენს ფლორისტს, მოიფიქროს მეთოდი თქვენი თაიგულის სილამაზის გასახანგრძლივებლად. ნუ გამოიყენებთ ლილიებს, ტიტებს და თეთრ ვარდებს, თუ არ გსურთ, ყვავილები მალე გაფუჭდეს.

სანთლებთან ფრთხილად 

სანთელი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საქორწილო დეკორაციაა. ძალიან ლამაზია, მაგრამ შესაძლოა, ცეცხლი წამეს წაეკიდოს. განსაკუთრებით მაშინ, თუ ქორწილი ღია ცის ქვეშ გაქვთ. ამიტომ ფრთხილად იყავით და სანთელს მასზე მაღალი ჭურჭელი შეურჩიეთ

დაუპატიჟებელი სტუმრები                                          

ეს მარადიული საქორწილო პრობლემაა. რაც არ უნდა ყურადღებით შეარჩიოთ სია, გაგზავნოთ მოსაწვევები, რატომღაც ყოველთვის გამოჩნდება ვიღაც, ვის მოსვლასაც საერთოდ არ ელოდით. ამიტომ, უმჯობესია, ყოველთვის გაითვალისწინოთ მსგავსი შემთხვევები და 3-5 ადგილი გამოყოთ დაუპატიჟებელი სტუმრებისთვის. ეს თავიდან აგაცილებთ უხერხულობას, რომელიც მათთვის ადგილის გამოძებნას მოჰყვება.


გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

შეიძლება დაგაინტერესოთ:

კომენტარები
კომენტარის მინიმალური ზომა - 50 სიმბოლო.