მომხმარებლის შექმნა
www.topwed.ge » სტატიები » ყველაზე უცნაური საქორწილო ტრადიციები

ყველაზე უცნაური საქორწილო ტრადიციები

14 июл 2022, 17:40
სტატიები
162
0
ყველაზე უცნაური საქორწილო ტრადიციები

 

წარმოგიდნენთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გავრცელებულ, რამდენიმე უცნაურ და სახალისო, ხშირად არც თუ ისე სასაიამოვნო საქორწილო ტრადიციას. ზოგიერთი მათგანი მოძველებული და მივიწყებულია, მაგრამ ზოგი მათგანის შესრულება წყვილებს და მათ ახლობლებს, ახლაც უწევთ. მაშ ასე:

 

ხორვატიაში  ახალდაქორწინებული წყვილი ვაშლს ისვრის ჭაბურღილში მომავალი ფინანსური უზრუნველყოფის მიზნით.

 

საფრანგეთში პატარძალმა აუცილებელია წარმოაჩინოს თავისი თავშეკავეულობა, მას შეუძლია დემონსტირება მოახდინოს ემოციური არამდგრადობისა და ისტერიულობის.

 

ყველა მალაიზიურ ქორწილში სტუმარი უნდა წარსდგეს მოხარშული კვერცხით, რაც მშვიდობის სიმბოლოა.

 

კორეულ საქორწილო ცერემონიალზე იხვები და ბატები, სიმბოლოა მარადიული სიყვარულის, სილამაზის, ერთგულებისა და სისუფთავის.

 

კენიაში ქორწინება შესაძლებელია საპატარძლოს დაფეხმძიმების შემთხვევაში. ხოლო ქორწინებიდან სამი თვის განმავლობაში, ქმარი ატარებს მეუღლის ტანსაცმელს ნიშნად იმისა, რომ ისიც იზიარებს ბავშვის ტვირთს.

 

შოტლანდიაში პატარძალს მისი მეგობრები ჭუჭყიანი წყლითა და საღებავებით ღებავენ, შემდეგ კი ხეზე აბამენ. ტრადიციის მიხედვით თუ პატარძალი ამას გადაიტანს, მაშინ ქორწინება მყარი იქნება.

 

ჩინეთის ზოგიერთ პროვინციაში, ქორწილამდე 1 თვით ადრე პატარძალმა დღეში 1 საათი უნდა იტიროს, ერთი თვის განმავლობაში, მას ოჯახის ყველა ქალბატონი უერთდება. როგორც ამბობენ, ეს გამოხატავს ბედნიერებას.

 

ტიდონგში ახალდაქორწინებულ წყვილებს სამი დღისა და ღამის განმავლობაში არ აძლევენ უფლებას დატოვონ საკუთარი სახლი.

 

კუნძულ ფიჯზე  მამაკაცებმა, ხელის თხოვნის მიზნით სასიმამროს ზვიგენის კბილი უნდა მიუტანონ. ზვიგენის კბილის შეძენა შავ ბაზარზე ძალიან რთულია. რჩება მხოლოდ ერთი გზა - სასიძომ მუდამ ღრმა წყალში მყოფ ზვიგენს უნდა ამოაცალოს კბილი.

 

მარუსიას კუნძულებზე ქორწილის შემდეგ, სიძე-პატარძლის ნათესავები წვებიან მიწაზე  სახით ქვემოთ. სიძე-პატარძალმა კი უნდა გაიარონ მათზე, როგორც ხალიჩებზე.

 


გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

შეიძლება დაგაინტერესოთ:

კომენტარები
კომენტარის მინიმალური ზომა - 50 სიმბოლო.