მომხმარებლის შექმნა
www.topwed.ge » სტატიები » მეჯვარეობა, როგორც ტვირთი

მეჯვარეობა, როგორც ტვირთი

25 окт 2023, 19:00
სტატიები
7
0
მეჯვარეობა, როგორც ტვირთი

  

მეჯვარეობა ერთი შეხედვით ძალიან  სახალისო და საპატიო სტატუსია, მაგრამ ქართული ტრადიციების მიხედვით, იგი  საკმაოდ მძიმე ტვირთია.

დიახ, ტვირთი.

მეჯვარე საპატიო სტუმარია ქორწილში, შესაბამისად იგი ყველა სტუმრისგან უნდა გამოირჩეოდეს.

განსაკუთრებული  სამოსი, გოგოს მეჯვარეობის შემთხვევაში კარგი ვარცხნილობა და მაკიაჟი, ძვირფასი საჩუქარი – ეს ყველაფერი უზარმაზარ თანხასთანაა დაკავშირებული.  მაგრამ ეს ყველაფერი როდია.

ჩვენი, ქართული ტრადიციები მეჯვარეს კიდევ იმდენ რამეს ავალდებულებს, რომ ნამდვილად ძალიან დიდი უსამართლობაა  ასეთ საკითხებზე ხარჯის გაწევა, როდესაც საქმე  სხვის ქორწილს ეხება.

ძალიან ბევრისგან გვსმენია, რომ მათ ან მათი ახლობლის ქორწილში ფოტოგრაფი და ვიდეოგრაფი  ბიჭის მეჯვარეს მოჰყავს, თიაგულსა და ტორტს გოგოს მეჯვარე ყიდულობს, საქორწილო მანქანას ბიჭის მეჯვარე ქირაობს, ჯვრისწერის თანხას მეჯვარე იხდის და ა.შ.  საბედნიეროთ დღესდღეობით  ამ ტრადიციების ძირითადი ნაწილი მივიწყებას მიეცა, მაგრამ არა საბოლოოდ. ამ დროშიც რსებობს ქორწილები, სადაც ამ საკითხებზე პასუხისმგებლობა სიძისა და პატარძლის ოჯახს მოხსნილი აქვს და  საწყალი მეჯვარეები არიან ამით დატვირთულნი.  ზოგიერთ მხარეში გოგოს მეჯვარე, ამ ყველაფერთან ერთად,  პატარძლის სალონური მომსახურების თანხასაც იხდის, ეს ძალიან არასწორია!

ყოფილა ისეთი შემთხვევა, როდესაც  მეჯვარისთვის ეს უსამართლო ხარჯები იმდენად დიდი ყოფილა, რომ თავისთვის შესაბამისი და სასურველი სამოსი ვეღარ შეუძენია. სამწუხაროდ პრაქტიკაში იყო ისეთი შემთხვევაც, როდესაც გოგოს მეჯვარემ გადაიხადა პატარძლის სალონური მომსახურების თანხა და ამის გამო თავად საკუთარი ხელით გაკეთებული თმითა და მაკიაჟით  მოუწია ქორწილში წასვლა.

ძვირფასო მომავალო მექორწილეებო, გაითვალისწინეთ, მეჯვარეებისთვის ეს დღე ისედაც ძალიან ხარჯიანია და ნუღარ დატვირთავთ  მათ ზედმეტი პასუხისმგებლობებით.  ეს თქვენთვისაც ძალიან ცუდია,  ვიანიდან საკმარისი თანხის არ ქონის ან მისი დაზოგვის მიზნით, ისინი აუცილებლად მარტივ და იაფიან გამოსავალს მოძებნიან და საბოლოოდ ქორწილში გექნებათ უბრალო ტორტი, არაპროფესიონალურად შესრულებული თმა და მაკიაჟი,  ცუდი თაიგული და რაც ყველაზე მთავარია,  საშინლად შესრულებული ფოტო და ვიდეო მასალა!!!


გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

შეიძლება დაგაინტერესოთ:

კომენტარები
კომენტარის მინიმალური ზომა - 50 სიმბოლო.