მომხმარებლის შექმნა
www.topwed.ge » სტატიები » როგორი საქორწილო კაბა შეგეფერებათ ზოდიაქოს მიხედვით?

როგორი საქორწილო კაბა შეგეფერებათ ზოდიაქოს მიხედვით?

04 дек 2022, 01:49
სტატიები
37
0
როგორი საქორწილო კაბა შეგეფერებათ ზოდიაქოს მიხედვით?

 

ქორწილი ადამიანის ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღეა და პატარძლების უმეტესობას სურს, რომ განსაკუთრებულად გამოიყურებოდეს. ვნახოთ, როგორი საქორწილო კაბა შეგეფერებათ ზოდიაქოს მიხედვით და როგორ სტილზე უნდა გააკეთოთ არჩევანი, თუკი ვარსკვლავების გჯერათ.

ვერძი

თქვენ ნოვატორი ხართ და მუდამ სიახლეებისკენ ისწრაფვით. გსურთ, რომ ყოველთვის, ყველაფერში ორიგინალურები იყოთ. ამიტომაც, გასაკვირი არ არის, რომ საპატარძლო კაბის შერჩევისას მთავარი თქვენთვის ორიგინალურობაა. რაიმე ძალიან, ძალიან განსხვავებული გჭირდებათ. იდეალური გადაწყვეტილება იქნება ე.წ. კომბინიზონის ტიპის თეთრი სამოსი, თეთ ფეხსაცმელთან და ვუალთან ერთად. ასე ორიგინალურ და დასამახსოვრებელ სტილს შექმნით. 

კურო

თქვენსავით სექსუალური ადამიანისთვის, რომელსაც შეუძლია „ცეცხლი წაუკიდოს“ გარშემო მყოფებს, იდეალური იქნება არა მხოლოდ რომანტიკული კაბა, არამედ ისეთი, რომელიც თქვენს სექსუალურობას კიდევ უფრო ხაზგასმით წარმოაჩენს. კარგი იქნება, თუ არჩევანს მხრებზე გადაწეულ კაბაზე შეაჩერებთ. 

ტყუპები

სულაც არ არის ცუდი, რომ ორბუნებოვანი ადამიანი ხართ. ეს ნიშნავს, რომ თქვენი საქორწილო კაბა სხვადასხვა მნიშვნელობით უნდა იყოს დატვირთული. ქორწილისთვის კარგი იქნება თუ შეარჩევთ ასიმეტრიულ კაბას. იდეალური იქნება წინ მოკლე, უკან გრძელი სტილის კომბინაცია. 

კირჩხიბი

მოგწონთ ტრადიციული სამოსი და ის, რასაც კლასიკას ვეძახით. ნამდვილი კლასიკური პატარძალი უნდა იყოთ. საქორწილო კაბა გრძელი ვუალით, კუდით – ეს ისაა, რაც გჭირდებათ. და თუ ბოლომდე ტრადიციებს გაჰყვებით, არ დაგავიწყდეთ მშობლების დანახვისას რამდენიმე ცრემლის გადმოგორებაც. 

ლომი

თქვენ რაღაც განსაკუთრებული გჭირდებათ, ისეთი, როგორიც ჯერ არავის სცმია, კაბა, რომელზეც წლების განმავლობაში ილაპარაკებენ და რომელსაც ვერავინ დაივიწყებს – პომპეზური, მდიდრული, მასიური და შთამბეჭდავი. 

ქალწული

თქვენთვის მთავარი დეტალებია და საქორწილო კაბის შერჩევის დროსაც მცირე რაღაცებს აქცევთ ყურადღებას. მნიშვენლოვანია კაბას ჰქონდეს ულამაზესი ნაქარგები, მაქმანები. ასეთი სტილი გიზიდავთ. 

სასწორი

გხიბლავთ ყველაფერი, რაც ძალიან ქალური და რომანტიკულია, პლუს ამას, გსურთ, რომ ქორწილის დღეს ვარსკვლავივით ბრწყინავდეთ. თქვენთვის იდეალურია ყვავილებითა და მაქმანებით გაფორმებული სამოსი. ასევე, კარგი იქნება, თუ საქორწილო კაბა არ იქნება სრულად თეთრი და მას სხვა ფერებითაც გაახალისებთ. 

მორიელი

სექსუალური მორიელის არჩევანი უნდა იყოს კაბა, რომელიც ამ შტრიხს კიდევ უფრო გამოკვეთს, ასევე, კაბა, რომელიც მის იდუმალებით მოცულ ნატურას უსვამს ხაზს. თქვენ იქნებით მსოფლიოში ყველაზე სექსუალური პატარძალი. შეგიძლიათ ბადისებრი ქსოვილიც შეარჩიოთ, რომლის მიღმა შიშველი სხეული გამოჩნდება. 

მშვილდოსანი

თქვენთვის ცხოვრება ერთი დიდი თავგადასავალია, მოგზაურობის დაუოკებელი წყურვილი გაქვთ და თქვენი ეს ბუნება საქორწილო კაბაშიც უნდა ასახოთ. შეგიძლიათ შეარჩიოთ კაბა, რომელიც რომელიმე ქვეყნის კულტურის შტრიხებით იქნება გაფორმებული, ასევე ის უნდა იყოს ჰაეროვანი და რომანტიკული. შეგეფერებათ კაბა, რომელიც თითქოს ამბობს – „დაე, წავიდე იქ, სადაც ქარი წამიყვანს.“ შეგიძლიათ, ფერადი დეტალებითაც გააფორმოთ. 

თხის რქა

თქვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კაბა იყოს მაქსიმალურად სადა, ოდნავ მკაცრი სტილი, რომელიც თქვენს მუდმივ საქმიან იმიჯს შეესაბამება. იდეალურია კაბა, რომელსაც არანაირი დეტალი არ აქვს, უბრალოდ, თეთრი და მაქსიმალურად სადაა. 

მერწყული

თქვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეკო მეგობრული კაბა გეცვათ და ქორწილის ცერემონიის გამო ბუნებას ზიანი არ მიაყენოთ. ამიტომაც, მთავარია, ეს საკითხი იყოს გათვალისწინებული, დანარჩენი კი უმნიშვნელოა. 

თევზები

თქვენს მეოცნებე ბუნებას ჰაეროვანი, რომანტიკული კაბა შეეფერება, რომელიც ხასიათს გაუსვამს ხაზს და გარშემო მყოფებს მიახვედრებს, როგორი რომანტიკოსი ხართ. 


გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

შეიძლება დაგაინტერესოთ:

კომენტარები
კომენტარის მინიმალური ზომა - 50 სიმბოლო.