მზადება ქორწილისთვის – 12 თვის გეგმა
იმისათვის, რომ ქორწილისთვის ყველაფერი დროულად იყოს მოგვარებული და არაფერი გამოგრჩეთ, გთავაზობთ 12 თვიან გეგმას, რომლის საშუალებითაც მზადების პროცესი იქნება ნაკლებად დამღლელი, ქორწილი კი კარგად ორგანიზებული.
12 თვით ადრე
- გამართეთ ნიშნობა
- დათქვით ქორწილის თარიღი
- შეადგინეთ ქორწილის ბიუჯეტი
- მოამზადეთ გეგმის შესადგენი ალბომი
- შეარჩიეთ ქორწილის თემა და ფერები
- დაჯავშნეთ ხელის მოწერის ცერემონია და რესტორანი
- შეადგინეთ სტუმრების საორიენტაციო სია
9-10 თვით ადრე
- შეარჩიეთ ფოტოგრაფი, ვიდეოგრაფი და დაჯავშნეთ.
- მოაწყვეთ წინა საქორწინო და ნიშნობის შემდგომი ფოტოსესია. (ეს საუკეთესო გზა იქნება იმისა, რომ გამოსცადოთ თქვენი ფოტოგრაფი)
- დაჯავშნეთ ორგანიზატორი, დიზაინერი და ფლორისტი
- დაამუშავეთ სტუმრების სია
7-8 თვით ადრე
- შეარჩიეთ კაბები მეჯვარეებისთვის
- შეარჩიეთ კონდიტერი და დააგემოვნეთ მისი ტორტები
- დაიწყეთ თაფლობის თვეზე ფიქრი
- შეადგინეთ ფლეილისთი ცერემონიისა და მიღებისთვის
- დაჯავშნეთ ბენდი და დიჯეი
- დაიწყეთ სხეულზე ზრუნვა
5-6 თვით ადრე
- შეარჩიეთ დიზაინერი და კაბის სტილი
- შეარჩიეთ სიძისა და მისი მეჯვარეების ჩაცმულობა
- შეარჩიეთ ბავშვების ჩაცმულობა, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ცერემონიის მსვლელობაში
- შეარჩიეთ საქორწილო ტრანსპორტი
- დაჯავშნეთ სტილისტი და ვიზაჟისტი
- შეუკვეთეთ მოსაწვევები
3-4 თვით ადრე
- შეხვდით დაქირავებულ პერსონალს და კიდევ ერთხელ გაისაუბრეთ დეტალებზე
- შეარჩიეთ და შეუკვეთეთ ტორტი
- შეარჩიეთ რესტორნის მენიუ
- შეიძნეთ აქსესუარები
- დაგეგმეთ Bachelorette party
2 თვით ადრე
- დაწერეთ საქორწილო ფიცი
- იზრუნეთ ლამაზ ღიმილზე, ეწვიეთ სტომატოლოგს
- გაუგზავნეთ ფოტოგრაფსა და ვიდეოგრაფს დღის გეგმა
- შეიძნეთ ქალის თეთრეული ქორწილისა და თაფლობის თვისთვის
6-8 კვირით ადრე
- დაარიგეთ მოსაწვევები
- შეადგინეთ მენიუს საბოლოო ვარიანტი
1 კვირით ადრე
- გაიარეთ ცერემონიის რეპეტიცია
- შეაგროვეთ ყველა სამოგზაურო დოკუმენტი
- წადით სპა სალონში და განიტვირთეთ
- მოაწყვეთ Bachelorette party
1 დღით ადრე
- მომზადეთ კაბა და აქსესუარები
- გაიკეთეთ მანიკური და პედიკური მეჯვარეებთან ერთად
- იყავით ბედნიერი, ხვალ თქვენს საყვარელ ადამიანს ცხოვრებას სამუდამოდ დაუკავშირებთ
- კარგად გამოიძინეთ!
ქორწილის დღე!
- ისაუზმეთ, მიიღეთ შაქარი და კოფეინი, რათა ენერგიულად იყოთ
- მოემზადეთ
- შეინარჩუნეთ სიმშვიდე
- გაიღიმეთ
- და მაგრად გაერთეთ!
თაფლობის თვის შემდეგ
- მოამზადეთ სამადლობელი პოსტი მომსახურე პერსონალისა და სტუმრებისთვის
- გაუზიარეთ თქვენი ქორწილის ფოტოები საზოგადოებას
გააზიარეთ სოციალურ ქსელებში
შეიძლება დაგაინტერესოთ:
საქორწილო სამზადისის 6 თვე
დავგეგმოთ საქორწილო სამზადისის 6 თვე ქორწილამდე მე 6-ე თვე ამ თვეში თქვენ აუცილებლად უნდა გადაწყვიტოთ ქორწილის დღე და რიცხვი, ასევე ხელმოწერისა და ჯვრისწერის ცერემონიის ადგილი. ქორწილამდე მე 5-ე თვე
9 გზა საქორწილო ხარჯების შესამცირებლად
შეძლებისდაგვარად შეამცირეთ სტუმრების რაოდენობა. სწორად შეარჩიეთ სეზონი. ქორწილი გაზაფხულზე გაცილებით იაფი ჯდება. განსაკუთრებით მაშინ, თუ თქვენი დეკორაციის ძირითადი ელემენტი ყვავილებია. ხელის მოწერის
10 ხშირად დაშვებული შეცდომა ქორწილის ორგანიზებისას
გრანდიოზული დღისთვის მზადება უამრავ ენერგიასა და ძალისხმევას მოითხოვს. ერთი იდეალური დღისთვის გაწეული შრომა ხშირად უსაზღვროა, მაგრამ პატარძლებისთვის, ვინც ამაზე ყოველთვის ოცნებობდით, ალბათ ეს
როგორ მოვაწყოთ საუკეთესო წინასაქორწილო წვეულება
Bachelorette Party – ე.წ წინასაქორწილო წვეულების ტენდენცია საქართველოში ბოლო წლებში დამკვიდრდა. დღე, რომელიც ფილმებსა თუ სერიალებში ყოველთვის დადებით ემოციას აღძრავდა ჩვენში, ახლა ჩვენვე შეგვიძლია
როგორ მოვემზადოთ საკუთარი ქორწილისათვის
როგორ მოვემზადოთ საკუთარი ქორწილისათვის ქორწილი მხიარული და სასიხარულო მოვლენაა, რომელიც წესით, ადამიანის ცხოვრებაში ერთხელ უნდა მოხდეს. ქორწილის ორგანიზების პროცესში სამყარო თავდაყირა დგება,
როგორ დავგეგმოთ ქორწილი
ეს არის მღელვარე და განსაკუთრებული პერიოდი ნიშნობიდან ქორწილამდე, რომელიც არასოდეს განმეორდება და ამ დროში თქვენ უნდა მოასწროთ ბევრი რამ, არ უნდა დაგავიწყდეთ, დაგეგმოთ და განახორციელოთ. ქვემოთ
კომენტარის მინიმალური ზომა - 50 სიმბოლო.