როგორ საქორწინო ბეჭდებს ირჩევენ თანამედროვე სასიძოები
როგორი უნდა იყოს საქორწინო ბეჭედი მამაკაცისთვის? როგორც წესი, როდესაც საქმე მამაკაცებზე მიდგება, ყველა სტანდარტულ საქორწინო რგოლს წარმოიდგენს. თუმცაღა, ისევე როგორც ქალბატონებს, მამაკაცებსაც შეუძლიათ, ორიგინალური საქორწინო ბეჭდების ტარება და თავიანთი ინდივიდუალიზმის წარმოჩენა.
სხვადასხვა ძვირფას თუ ნაკლებად ძვირფას ლითონის ბაზაზე დამზადებული, მინიატურული ბრილიანტის თვლით, გეომეტრიული ფიგურებით, არაერთგვაროვანი ზედაპირით, ზოგ შემთხვევაში ანტიკური ელემენტებით გაფორმებული - ეს 21-ე საუკუნის სასიძოების, ორიგინალური არჩევანია.
ასე, რომ ქალბატონებო, თუ თქვენი საყვარელი მამაკაცისთვის, საქორწინო ბეჭდის დიზაინზე ფიქრობთ, ამ გვერდს აუცილებლად უნდა ჩაუყვეთ ბოლომდე. მათ შორის უკვე ის დაქორწინებული ქალბატონებიც, რომელთა მეუღლეებსაც საქორწინო ბეჭდის ტარება, სულაც არ ხიბლავთ.
გააზიარეთ სოციალურ ქსელებში