როგორ დავმალოთ ქორწილში ზედმეტი წონა
1. სწორად შეარჩიეთ კაბის სტილი
კაბის სტილი უმთავრესი საკითხია. შესაძლებელია ერთი სტილის კაბა მოგწონდეთ, მასზე ოცნებობდეთ და მხოლოდ მასში წარმოგედგინოთ თქვენი თავი, მაგრამ, რეალურად, ეს კაბა ხაზს უსვამდეს თქვენს ნაკლს სხეულზე და ფარავდეს იმას, რაც კარგი გაქვთ. თუ სრული ტანის ხართ, მაშინ უნდა დაივიწყოთ მომდგარი და ტანზე გამოყვანილი საქორწილო კაბა. ეს ხაზს გაუსვამს თქვენს ჭარბ წონას და საერთო ჯამში ძალიან არაეფექტური პატარძალი იქნებით. ასეთ დროს უპირატესობა უნდა მიანიჭოთ გაშლილ და დატვირთულ კაბას, რომელშიც მხოლოდ წელი გამოიკვეთება და თეძო მთლიანად დაიფარება.
2. კარგი ვიზაჟისტი
შეარჩიეთ ისეთი ვიზაჟისტი, რომელმაც კარგად იცის კონტურებით მუშაობა. დამიჯერეთ, კონტურები საიდუმლოა იმისა, თუ როგორ უნდა დაკარგოთ სახეზე რამდენიმე კილოგრამი მაკიაჟს საშუალებით.
3. ჯანსაღი კვება
ბოლო კვირა ეცადეთ, რომ ჯანსაღად იკვებოთ. მიირთვით ბოსტნეული, ხილი, ერიდეთ გაზიან სასმელებს. ეს დაგეხმარებათ გარკვეული წონის დაკლებაში და ამავედროს უფრო მსუბუქად იგრძნობთ თავს.
4. თეთრეული
კაბის შიგნიდან ჩიცვით ისეთი თეთრეული, რომელიც ტანის კორექციას უწყობს ხელს. ის მჭიდროდ დაიკავებს კანს და წელი და გარშემოწერილობა რამდენიმე სანტიმეტრით მოიკლებს.
5. ქამარი კაბაზე
კარგად შერჩეული ქამარი ხშირად კაბას უფრო ლამაზა და ეფექტურს ხდის. და ამავედროს, იგი უფრო კარგად გამოგიკვეთავთ წელს, რაც კიდევ უფრო ლამაზ ტანს გამოგიჩენთ
გააზიარეთ სოციალურ ქსელებში