როგორ შევადგინოთ თავად საქორწილო მენიუ ?
დამეთანხმებით ალბათ, რომ ლამაზი ცერემონიალის, მშვენიერი კაბის, და ინტერიერის გარდა საქორწილო მენიუს დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ გაქვთ ინტერესი, როგორ უნდა შეადგინოთ ეს მენიუ მაშინ ვეცდები დაგეხმაროთ.
უკვე, ზუსტად როდესაც გეცოდინებათ სტუმრების რაოდენობა. უნდა გაარკვიოთ, რამდენი რაოდენობის და როგორი
სასმელ-საჭმელი დაგჭირდებათ, რომ შეუკვეთოთ.
ტრადიციულად ქორწილის სუფრაზე პირველად იდება სალათები და ცივი აპერატივები. პირველი სამი სადღეგრძელოს შსემდეგ სტუმრები იწყებენ ჭამას, როდესაც დაიწყება მხიარულება უკვე შემოატანინებთ ცხელ კერძებს და ბლუდებს თავისი გარნირით. უნდა გაითვალოს მათი მომზადების დროც, რადგან შეიძლება სუფრაზე გათავდეს სალათები და ცხელი კერძები ჯერ კიდევ არ იყოს მზად.
მენიუ შედგება ყველის სახეობებით, ხორცეულით, თევზეულით, ბოსტნეულით, ხორცეული შეიძლება შეადგინოთ 2-3 სახეობისგან და რამდენიმე სახის ძეხვეულისგან. დაიდება რამდენიმე სახის ყველი, მას შავსებს ზეთისხილი. ბოსტნეულიდან: კიტრი, პომიდორი, მწვანილები. თევზეულიდან: ზუთხი, წითელი თევზის ფილე, შებოლილი. მას შემდეგ, როცა თევზეული მოგვარდება, ქათმის ჯერი დგება მაგრამ არ უნდა იყოს ფილეს სახით.
სალათები უნდა იყოს მსუბუქი. ოლივიე და შუბას ნაცვლად, გააკეთებინეთ ცეზარი, ბერძნული სალათი ან ენა.კარგია სენდვიჩები წითელი ხიზილალით. სუფრის ორიგინალურობისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ყველის ბურთები, წითელი თევზის რულონები და ა.შ. ასევე კარგია კარტოფილი.
არ დაგავიწყდეთ სასმელის რაოდენობის გათვალისწინება. რათქმაუნდა უნდა იყოს ღვინო და შამპანური, სხვა სასმელს კი სურვილისამებრ შეარჩევთ.
ბოლოსკენ კი ხილი და დესერტები დაამშვენებს სუფრას. აქ უკვე შეგიძლიათ ხილის მრავალფეროვნებით დაამშვენოთ სუფრა, ლამაზად გაფორმებული სხვდასხვა ხილის ასორტებით. ტკბილეულის მრავალსახეობთ. სხვადასხვა სახის შოკოლადით, ნამცხვრებით.
ტკბილი სასმელებით და რაც მთავარია ქორწილის სუფრის მთავარი ატრიბუტი და მშვენება საქორწილო ტორტი.
აქ ჩამოთვლილია მენიუს სახეობები მათი შედგენისას კი აუცილებლქდ გაითვალისწინეთ თითოეულ კაცზე რამდენი დაგჭირდებათ. ასევე კარგი იქნება თუ გააკეთებთ ცალკე მაგიდას ფურშეტისთვის.
როდესაც შეადგენთ მენიუს, მოამზადებთ, გააწყობთ საქორწილო მაგიდას და გააფორმებთ გემვონებით, მშვენიერ შედეგს მიიღებთ.
გააზიარეთ სოციალურ ქსელებში