მომხმარებლის შექმნა
www.topwed.ge » სტატიები » 10 ხშირად დაშვებული შეცდომა ქორწილის ორგანიზებისას

10 ხშირად დაშვებული შეცდომა ქორწილის ორგანიზებისას

14 май 2022, 01:33
სტატიები
269
0
10 ხშირად დაშვებული შეცდომა ქორწილის ორგანიზებისას

 

გრანდიოზული დღისთვის მზადება უამრავ ენერგიასა და ძალისხმევას მოითხოვს. ერთი იდეალური დღისთვის გაწეული შრომა ხშირად უსაზღვროა, მაგრამ პატარძლებისთვის, ვინც ამაზე ყოველთვის ოცნებობდით, ალბათ ეს ყველაფრად ღირს. კარგი იქნება თუ დაგეგმვის პროცესში, ყველაზე გავრცელებული 10 შეცდომისგან წინასწარ დაიზღვევთ თავს.

1. სწორი პრიორიტეტები

 

ქორწილის დაგეგმვის პროცესში, აუცილებელია გახსოვდეთ რა რის შემდეგ მოდის. ასე მაგალითად, ნუ დაიწყებთ ფიქრს იმაზე, თუ სად გექნებათ საქორწინო წვეულება, მანამ სანამ არ გეცოდინებათ სტუმრების სია და რაოდენობა.

2. არარეალური მიზნები

 

მაშინ, როდესაც საქორწინო სამზადისის ციებ-ცხელებაში იმყოფებით, მნიშვნელოვანია რეალობის შეგრძნება არ დაკარგოთ და მხოლოდ ის მიზნები დაისახოთ, რომლებსაც ნამდვილად განახორციელებთ.

3. აზრების ცვლილება

 

როგორც კი მზადების პროცესს დაიწყებთ, მიხვდებით, რამდენად რთულ საქმეს შეეჭიდეთ. მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ როგორც კი საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებთ უკან დახევისა და აზრის ცვლილების დრო არ გექნებათ. მიჰყევით წინასწარ განსაზღვრულ გეგმას და შეეცადეთ მას არ გადაუხვიოთ.

4. ყველაფრის მარტო კეთება

 

ქორწილის დაგეგმვის მთელი პროცესი გარკვეულ სტრესთანაა დაკავშირებული. ყოველი დეტალი, ყველაზე უმნიშვნელოც კი უამრავ ძალისხმევას მოითხოვს. შესაძლოა თქვენ არ ენდობოდეთ უცხო ადამიანებს და თვლიდეთ, რომ უკეთ იცით რა გსურთ, მაგრამ ქორწილის მარტო ორგანიზება ყველაზე ცუდი გადაწყვეტილებაა, რომლის მიღებაც შეგიძლიათ.

5. სიის უგულვებელყოფა

 

არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ორგანიზებული ბრძანდებით, ქორწილის დაგეგმვა სიისა და გაწერილი გეგმის გარეშე ნამდვილად უპასუხისმგებლო საქციელია და კიდევ უფრო უპასუხისმგებლოა მაშინ, როდესაც ამ სიას უგულებელყოფთ და სრულ იმპროვიზაციას მიმართავთ.

6. მხოლოდ სრულყოფილების მოლოდინი

 

ქორწილის დაგეგმვის პროცესში, მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ სრულყოფილი არაფერია და მისკენ სწრაფვის ნაცვლად, რეალური მიზნები უნდა დაისახოთ.

7. ბიუჯეტის განიავება

 

ბიუჯეტის კონტროლი ერთ-ერთი ყველაზე სტრესული მომენტია ქორწილის დაგეგმვისას. იმისათვის, რომ ყველაფერმა იდეალურად ჩაიაროს, აუცილებლად ჩაატარეთ მცირე კვლევა და წინასწარ განსაზღვრეთ სასურველი პროდუქტებისა თუ სერვისების ღირებულება.

8. საქმის ბოლო წუთისთვის მოტოვება

 

არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ადრე დაიწყეთ მზადების პროცესი, ქორწილის დღე ისე მოვა, ვერც კი გაანალიზებთ ამას. საჭიროა გახსოვდეთ, რომ ნებსით თუ უნებლიედ არც ერთი საქმე ბოლო წუთამდე არ მოიტოვოთ, რადგან ამან შესაძლოა გამოუვალ სიტუაციაში ჩაგაგდოთ.

9. დროის არასწორად განსაზღვრა

 

ვერასოდეს გათვლით ზუსტ დროს, რომელიც მოსამზადებელ პერიოდს, ჯვრისწერას, სპეციალურად ფოტოებისთვის შერჩეულ ლოკაციასა და შემდეგ საქორწინო წვეულებას დასჭირდება. სწორედ ამიტომ, ქორწილის დღეს, ყველა ჩამოთვლილი პუნქტისთვის დამატებითი დრო გაითვალისწინეთ, იმისათვის რომ არსად დაგაგვიანდეთ.

10. უმიზეზოდ შფოთვა

მაშინ, როდესაც ღელვისთვის საკმარისზე მეტი მიზეზი გაქვთ, არ ღირს უბრალო საკითხებზე ყურადღების გამახვილება და ისედაც ატკიებული თავის ორმაგად ატკიება. შეეცადეთ, ქორწილის დაგეგმვის სტრესულ პერიოდში, სიმშვიდე შეინარჩუნოთ.


გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

შეიძლება დაგაინტერესოთ:

კომენტარები
კომენტარის მინიმალური ზომა - 50 სიმბოლო.