მომხმარებლის შექმნა
www.topwed.ge » სტატიები » როგორ მოვაწყოთ საუკეთესო წინასაქორწილო წვეულება

როგორ მოვაწყოთ საუკეთესო წინასაქორწილო წვეულება

07 июн 2022, 05:24
სტატიები
221
0
როგორ მოვაწყოთ საუკეთესო წინასაქორწილო წვეულება

Bachelorette Party – ე.წ წინასაქორწილო წვეულების ტენდენცია საქართველოში ბოლო წლებში დამკვიდრდა. დღე, რომელიც ფილმებსა თუ სერიალებში ყოველთვის დადებით ემოციას აღძრავდა ჩვენში, ახლა ჩვენვე შეგვიძლია მოვაწყოთ. მართალია, წინასაქორწილო წვეულება ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი დღეა, თუმცა ის უამრავ შრომასა და ენერგიას მოითხოვს სრულყოფილებამდე. გთავაზობთ საინტერესო რჩევებს დაუვიწყარი წინასაქორწილო წვეულების მოსაწყობად.

1

შეარჩიეთ სწორი დრო. არ არსებობს ზუსტი მითითება თუ როდის უნდა მოაწყოთ წინასაქორწილო წვეულება, თუმცა კარგი იქნება თუ თადარიგს წინასწარ დაიჭერთ და წვეულებაც ქორწილამდე რამდენიმე კვირით, ან სულაც თვით ადრე იქნება.

 

2

ჩამოწერეთ სტუმრების სია. ვიცით, რომ პატარძლისთვის საუკეთესო სიურპრიზის მოწყობას გეგმავთ და მნიშვნელოვანი დეტალებიც მისგან გასაიდუმლოებულია, თუმცა აუცილებელია მას ჰკითხოთ ვის ნახვას ისურვებდა წინასაქორწილო წვეულებაზე, რათა თავიდან აიცილოთ მოულოდნელი უხერხულობა. 

3

შეთანხმდით ბიუჯეტზე. როდესაც თარიღიც შერჩეულია და სიაც შედგენილია, დგება დრო მეჯვარეებმა ერთმანეთში მეტად მნიშვნელოვანი საკითხი მოაგვარონ, რომელიც ფინანსებს ეხება. თითოეულმა მათგანმა უნდა თქვას რამდენის გაღება შეუძლია ამ დღისთვის და იმ წამს, როდესაც დარწმუნდებით, რომ ყველანი ერთ აზრზე ხართ, შეგიძლიათ უშუალოდ მზადების პროცესს შეუდგეთ. 

4

ყველაფერი პატარძლის გარშემო. მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ეს თქვენი მეგობრის – პატარძლის დღეა და ყველაფერმა სწორედ მისი გემოვნების გარშემო უნდა იტრიალოს. 

5

შეარჩეთ ლოკაცია. წინასაქორწილო წვეულებისთვის ნებისმიერი ლოკაციის შერჩევა შეიძლება. შეგიძლიათ წვეულება აუზთან, უბრალოდ ღია ცის ქვეშ ან ქალაქგარეთაც კი მოაწყოთ. ყველაფერი მხოლოდ ბიუჯეტზე, დროზე და ორგანიზებულობაზეა დამოკიდებული.

 

6

წვრილმანები. არ მოგატყუებთ და პირდაპირ გეტყვით, რომ მარტივად ამ სიტუაციიდან ვერ გამოძვრებით. ახლა დგება დრო შეარჩიოთ მენიუ, წვეულების დიზაინი, გაფორმება და იზრუნოთ ყველაფრის დროულ ტრანსპორტირებაზე. 

7

არ დაგავიწყდეთ გართობა. და ამ პუნქტში მხოლოდ ალკოჰოლურ სასმელებს არ ვგულისხმობთ. წვეულების დაგეგმვისას არ გამოგრჩეთ თამაშები, რომლითაც პატარაძალი და შეკრებილი საზოგადოება უნდა გაახალისოთ. აგრეთვე იზრუნეთ მუსიკალურ გაფორმებაზე. 

8

გადაიღეთ ფოტოები. და ბოლოს გირჩევთ გადაიღოთ რაც შეიძლება მეტი ფოტო და ყოველი ჯადოსნური წუთი აღბეჭდოთ ფოტო თუ ვიდეომასალაზე. 


გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

შეიძლება დაგაინტერესოთ:

კომენტარები
კომენტარის მინიმალური ზომა - 50 სიმბოლო.