მომხმარებლის შექმნა
www.topwed.ge » სტატიები » ცნობილი ქართველების საქორწინო კაბები

ცნობილი ქართველების საქორწინო კაბები

20 июн 2022, 12:01
სტატიები / სურათები
569
0
ცნობილი ქართველების საქორწინო კაბები

 

ცნობილების ქორწილები ყოველთვის იპყრობს ყურადღებას და ადამიანები ცხადია, ყველაზე მეტად პატარძლის კაბებით ინტერესდებიან. ვარსკვლავების ქორწილის კაბები მერე ტრენდად იქცევა ხოლმე ისე, როგორც მოხდა ქეით მიდლტონისა და მეგან მარკლის შემთხვევაში.

ვერ ვიტყვით, რომ ქართველი ცნობილი ადამიანების საქორწინო კაბები მოდად მკვიდრდება, თუმცა არიან ადამიანები, რომელთათვისაც ისინი ინსპირაციის წყარონი ხდებიან. მაგალითად, ეს შეგვიძლია ვთქვათ დიზაინერ ანუკი არეშიძეზე. მისი საქორწინო კაბის გავლენით ბევრმა ქართველმა გოგონამ შეაკერინა ქორწილისთვის კაბა.

ვნახოთ, როგორი სტილის კაბებს ანიჭებენ უპირატესობას ცნობილი ქართველი პატარძლები.

1. ანუკი არეშიძე
ანუკი არეშიძესა და კახი კალაძეს ქორწილი გასულ წელს ჰქონდათ. დიზაინერმა ქორწილში სამი განსხვავებული კაბა მოირგო. კაბები ცხადია, თავისივე დიზაინით იყო შექმნილი. მან არ უღალატა თავის სტილს და ეცვა ნაზი, ქალური სილუეტის, სადა კაბები. განსაკუთრებული მოწონება იმ კაბამ დაიმსახურა, რომელიც დიზაინერს ჯვრისწერაზე ეცვა. ანუკის კაბას განსაკუთრებულობას უკან დიდი ბაფთა სძენდა.

2. ჯანეტ ქერდიყოშვილი
„მის საქართველომ“, ჯანეტ ქერდიყოშვილმა და ტელეწამყვანმა ნოე სულაბერიძემ 2019 წლის 6 ივნისს იქორწინეს. პატარძალი ქორწილში ნამდვილ პრინესას ჰგავდა. მის ჩაცმულობაზე Dalood-მა და Elosh-მა იზრუნეს. ჯანეტის კაბა თამარ მეფის სამოსის შთაგონებით იყო შექმნილი.

3. ნანუკა გუდავაძე
ბერასა და ნანუკას ქორწილი 2018 წლის 11 ნოემბერს გაიმართა. ჯვრისწერაზე პატარძალს ქართული მოტივებით ინსპირირებული თეთრი კაბა ეცვა, ხოლო საქორწინო წვეულებაზე Ralph & Russo-ს ღია ცისფერი კაბა მოირგო.

4. მაკა ზამბახიძე 
მომღერალი მაკა ზამბახიძე და მიხეილ ჩოხელი 2020 წლის თებერვალში დაქორწინდნენ. მომღერალს დიზაინერ დათუნა სულიკაშვილის მიერ შექმნილი ულამაზესი კაბა ეცვა, რომელიც ვინტაჟური სტილით იყო ინსპირირებული და თეთრი ხელთათმანები განსაკუთრებულობას სძენდა.

 


გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

შეიძლება დაგაინტერესოთ:

კომენტარები
კომენტარის მინიმალური ზომა - 50 სიმბოლო.