ზურგი – ის, რითაც კაბის შერჩევას ვიწყებთ
ყველა პატარძალი პირველ ეფექტს კაბის წინა ნაწილის მეშვეობით ახდენს, თუმცა იმისთვის, რომ იდეალურად გამოიყურებოდეთ, ძალიან მნიშვნელოვანია ზურგი. სწორედ აქედან უნდა დაიწყოთ კაბის შერჩევა.
თუ თქვენ გამხდარი და ლამაზი ზურგი გაქვთ, რატომაც არა, ამოჭერით კაბა ბოლომდე და გამოაჩინეთ ყველაფერი, რისი დაფარვის საბაბსაც თქვენი სხეული არ გაძლევთ.
თუ იდეალური უკანა ნაწილი არ გაქვთ, არ იდარდოთ, თქვენ შეგიძლიათ მხოლოდ კაბის ნაწილი ამოჭრათ. მის გასალამაზებლად კი მიაკეროთ დიდი ბანტი. ყურადღება სწორედ ამ დეტალზე გადავა და არა თქვენს ზურგზე.
იმ შემთხვევაში კი, თუ ზურგის გამოჩენა საერთოდ არ გსურთ, შეგიძლიათ ის მთლიანად ქსოვილებით დაფაროთ. მეტი სილამაზისთვის და დახვეწილობისთვის კი მიაკერებინოთ ღილები.
კაბის ზურგი ასევე შეგიძლიათ გააფორმოთ მძივებით სამკაულებით, მარგალიტებით. უამრავი ვარიანტი შეგიძიათ მოიფიქროთ და არჩევანი იმაზე შეაჩეროთ, რომელიც თქვენი სხეულის სილამაზეს ყველაზე უკეთ წარმოაჩენს.
გთავაზობთ ფოტოებს შთაგონებისთვის.
გააზიარეთ სოციალურ ქსელებში