მომხმარებლის შექმნა
www.topwed.ge » სტატიები » დედა, მამა, ეს ჩემი შეყვარებულია

დედა, მამა, ეს ჩემი შეყვარებულია

03 сен 2022, 10:19
სტატიები
118
0
დედა, მამა, ეს ჩემი შეყვარებულია

 

პირველმა პაემანმა ჩაიარა, ალბათ პირველმა კოცნამაც, პაემანზე მორთმეული თაიგულიც დაჭკნა და მისი ხმელი ფურცლები დღიურში სათუთად ინახება. უკვე დარწმუნდით, რომ ეს ის არის, ვისაც ეძებდით და სერიოზულ ურთიერთობაზე იწყებთ ფიქრს.

ვიდრე საქორწილო მზადებას შეუდგებით, არსებობს უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი- თქვენი რჩეულის მშობლებისათვის წარდგენა.
არსებობს, ერთი ქართული არაჩვეულებრივი გამოთქმა, ,,ვიდრე ახალ ოჯახში შეხვალ, იქ თაგვსაც კი უნდა მოსწონდეო,,. ეს გამოთქმა არ გამახსენდებოდა, მაგრამ ტონი ბლერს სახლში ვირთხა შეეპარაო და სადაც მას ვირთხა ჰყავს, იქნებ თქვენი რჩეულის ოჯახშიაც დაცუნცულებს ერთი თაგუნია?


ეგ რა მაგის პასუხია და მივყვეთ თანმიმდევრულად, მშობლებისათვის შეყვარებულის გაცნობის საკითხს.
პირველ რიგში, ამ ფაქტისაგან დრამას ნუ შექმნით და ნუ ინერვიულებთ. არ დაგავიწყდეთ, მშობლებს თქვენი ბედნიერება უნდათ.
მშობლებამდე, შეყვარებული მეგობრებს გააცანით და შემდეგ მათი აზრი მოისმინეთ. რჩეულის თანდასწრებით აზრის გამოკითხვა მხოლოდ არადელიკატური კი არა, სულელური საქციელია.


თუ მეგობრებს შორის რომელიმეს არც თუ ისე კარგი შეხედულება აქვს თქვენ მეწყვილეზე, ამით ტრაგედიას ნუ შექმნით. მაგრამ, თუ ყველამ კატეგორიულად განაცხადა, რომ არჩევანში საშინლად ცდებით, ჯერ დაფიქრდით, კარგად აწონ_ დაწონეთ და დაადგინეთ თქვენ სცდებით თუ ისინი და ცხელ გულზე მშობლებთან ნუ მიარბებინებთ მეგობრებისგან დაწუნებულ შეყვარებულს.
კარგია თუ შეხვედრას ნეიტრალურ ადგილას მოაწყობთ. არც თქვენთან, არც მასთან. ასე ყველა გაცილებით თავისუფლად იგრძნობს თავს.


თუ სახლში დაპატიჟებთ რჩეულს, ნუ დაარიგებთ მას თუთიყუშივით, რომელ კითხვას როგორ უპასუხოს. დაე იყოს ის, რაც სინამდვილეშია და მისი ნაკლიცა და ღირსებაც ჩანდეს.
ნუ დააფრთხობს ისეთი გამოთქმებით როგორიცაა: ,,მამაჩემთან ეს არ წამოგცდეს,, ,,დედაჩემი ამას ვერ იტანს,,..

გახსოვდეთ მთავარი: მოსწონთ თუ არა მშობლეს ის, მათთვის ამოსავალი თქვენი ბედნიერებაა. ხართ მასთან ბედნიერი? ბოლომდე ბედნიერი? მშობლების უარყოფითი აზრის მიუხედავად, თვლით, რომ მასთან ლამაზი ცხოვრება გექნებათ? შეყვარებულობის პერიოდში მცირე დისკომფორტზე თვალის დახუჭვა, თანაცხოვრების პირველივე ეტაპზე იჩენს ხოლმე თავს. გაცილებით მძაფრად და არასასიამოვნოდ, ვიდრე ამას სიყვარულით დაბრმავებული აღიქვამდით.
ასე, რომ, ყველაზე მეტი კითხვა, საკუთარ თავს დაუსვით და თუ ყველაფერი რიგზეა, მშობლები ყოველთვის თქვენს გვერდით იქნებიან.


პ.ს. შეყვარებულის მშობლებისათვის მისართმევ საჩუქრებს შორის, დიდი პოპულარობით სარებლობს: თაიგული, შოკოლადები, ბოთლი ღვინო.. სამაგიეროდ კატეგორიულად იკრძალება სათაგურის მირთმევა და ზოგადად თაგვებზე საუბარი.


გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

შეიძლება დაგაინტერესოთ:

კომენტარები
კომენტარის მინიმალური ზომა - 50 სიმბოლო.