მომხმარებლის შექმნა
www.topwed.ge » სტატიები » 9 მოქმედება, რომელიც აუცილებლად უნდა გააკეთოთ ქორწილის დილას

9 მოქმედება, რომელიც აუცილებლად უნდა გააკეთოთ ქორწილის დილას

16 сен 2023, 01:53
სტატიები
16
0
9 მოქმედება, რომელიც აუცილებლად უნდა გააკეთოთ ქორწილის დილას

 

იმისათვის, რომ ქორწილი ორგანიზებულად და შეფერხებების გარეშე წარიმართოს, აუცილებელია, რომ ქორწილის დილას რამდენიმე საჭირო წესი დაიცვათ და გარკვეული საკითხები გადაამოწმოთ.

1. მიირთვით საუზმე!

საუზმე ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილია . მითუმეტეს ისეთ ემოციურ და დატვირთულ დღეს, როგორც ქორწილია.  ქორწილის დილას აუცილებლად დალიეთ ჩაი ან ყავა და  მიირთვით საკვები, რათა იყოთ ენერგიულად.

ერიდეთ მძიმე საკვებს, რადგან ეს ისედაც არ არის რეკომენდირებული და ამავედროს  მთელი დღის განმავლობაში არ უნდა შეგექმნათ დისკომფორტი, ამიტომ მსუბუქ და სასარგებლო საუზმეს დასჯერდი. მიირთვით ბოსნტეულის ან ხილის სალათი, რაც გემირელიცაა და ნოყიერიც.

2. შეამოწმეთ ჩანთა

ყველაფერი ადგილზეა? აქსესუარები, თმის სამაგრები,  ტუჩსაცხი, სუნამო, დეოდორანტი და ა.შ. პატარძლის ჩანთა გულდასმით უნდა შეიკრას სხვადასხვა ნივთებით, რადგან ამ დღეს შეიძლება უამრავი სხვადასხვა სახის ნივთი დაგჭირდეთ.

3. მიწერეთ საქმროს დღის განრიგის მესიჯი

მამაკაცები, ამ დღეს,  ნაკლებად არიან  განსაკუთრებულად ყურადღებიანები სხვადასხვა დეტალებზე. შეიძლება რაღაც წვრილმანი ძალიან  უმნიშვნელოდ ჩათვალონ, ამ დროს კი ამ წვრილმანს რაღაც საკითხში გადამწყვეტი როლი ჰქონდეს. ამიტომ, გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად, დილივე მიწერეთ თქვენს მეუღლეს ყველა იმ საკითხის განრიგი, რაც თქვენს შეხვედრამდე იქნება მოსაგვარებელი.

4. დატენეთ თქვენი ტელეფონი

დღის განმავლობაში ტელეფონი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნივთი იქნება თქვენთვის. მისი საშუალებით უნდა ეკონტაქტოთ მეუღლეს შეხვედრამდე, ფოტოგრაფსა და ვიდეოგრაფს გზაში, რესტორნის მენეჯერს რესტორანში მისვლამდე და ა.შ. ამიტომ მზად იყავით, რათა ყველაზე საჭირო დროს არ გიმტყუნოთ თქვენმა “მეგობარმა”.

5. დაეკონტაქტეთ  მეჯვარეებს

როდესაც მოითავებთ ყველა ზემოთხსენებულ საკითხს, ჯერი მეჯვარეებზეც მიდგება. აუცილებლად დაურეკეთ თითოეულ მათგანს, მოიკითხეთ, გაიგეთ მათი დღის განრიგი და გეგმები და კიდევ ერთხელ შეახსენეთ, რომ ცერემონიაზე არ დააგვიანონ!

6. სასტუმროში წასაღები ჩანთა

აუცილებლად შეამოწმეთ საღამოს ჩანთა, რათა არ დაგრჩეთ არცერთი ნივთი და უხერხულ სიტუაციაშ არ აღმოჩნდეთ. აუცილებლად იქონიეთ თან ჰიგიენური ნივთები, ხალათი, განსაკუთრებული თეთრეული და სხვა, თქვენთვის მნიშვნელოვანი ნივთები.

7. დაეკონტაქტეთ ფოტო-ვიდეოგრაფს

დაეკონტაქტეთ აუცილებლად ფოტორაფსა და ვიდეოგრაფს, შეახსენეთ, რომ დღეს თქვენს ქორწილში მოდიან (:D ),  გააცანით კიდევ ერთხელ დღის გეგმა და შეთანხმდით შეხვედრის საათზე.

8. ცოტა დავლიოთ 

სანამ მეუღლე გესტუმრებთ, სტრესის მოსახსნელად კარგი იქნება, თუ მეჯვარეებთან ერთად თითო ჭიქა ცქრიალა ღვინოს მიირთმევთ. ეს დაგეხმარებათ ნერვიულობის დაძლევაში და მნიშვნელოვან წუთს უფრო ხალისიანად და თამამად შეხვდებით.

9. ისუნთქეთ!

დიახ, დიახ, ისუნთქეთ. ოდნავი ნერვიულობის შემთხვევაშიც კი ცხვირით ღრმად ჩაისუნთქეთ ჰაერი და ნელა, თანმიმდევრულად გამოუშვით იგი  ფილტვებიდან. ამ მოქმედების რამდენიმეჯერ განმეორება აუცილებლად მოგგვრით შვებას.


გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

შეიძლება დაგაინტერესოთ:

კომენტარები
კომენტარის მინიმალური ზომა - 50 სიმბოლო.