მომხმარებლის შექმნა
www.topwed.ge » სტატიები » 10 ყველაზე ძვირად ღირებული ქორწილი მსოფლიოში - რამდენს იხდიან ცნობილი ადამიანები ცერემონიალში

10 ყველაზე ძვირად ღირებული ქორწილი მსოფლიოში - რამდენს იხდიან ცნობილი ადამიანები ცერემონიალში

22 апр 2022, 17:43
სტატიები
638
0
10 ყველაზე ძვირად ღირებული ქორწილი მსოფლიოში - რამდენს იხდიან ცნობილი ადამიანები ცერემონიალში

 

ქორწილები ძვირად ღირებული თავგადასავალია. დღეს ნაწილი საზეიმო ცერემონიალის დაგეგმვას მოკრძალებულად და დახვეწილ ფორმებში ცდილობს, თუმცა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები ამისთვის მილიონებს იხდიან. შედეგიც დგება, მათ შესახებ წლების განმავლობაში ლაპარაკობენ.

10. კრისტინა აგილერა და ჯორდან ბრატმანი: 2 მილიონი დოლარი

გვენ სტეფანი და ბლეიკ შელტონი 4 ივლისს დაქორწინდნენ. აგილერას 30 000-დოლარიანი კაბა ეცვა. წყვილმა გაფორმებასა და უნიკალური მენიუში, ასევე მთელი ღამით ცნობილი DJ -ის დაქირავებაში 2 მილიონი დოლარი გადაიხადა. ქორწილში 150 სტუმარი იყო დაპატიჟებული.

9. კიმ კარდაშიანი და ქანიე უესტი: 2.8 მილიონი დოლარი

კიმ კარდაშიანმა და ქანიე ვესტმა ნამდვილად გაამართლეს ყველა მოლოდინი. მათი გრანდიოზული ქორწილი პარიზში, ვალენტინოს სასახლეში დაიწყო, შემდეგ კი სტუმრები კერძო თვითმფრინავებით ფლორენციაში გაგზავნეს, სადაც წვეულება 400 000 აშშ დოლარი დაჯდა. მათთვის ანდრეა ბოჩელიმ იმღერა, ხოლო კიმს ჟივანშის კაბა ეცვა, რომელიც 500 ათას დოლარად იყო შეფასებული. მათ 2014 წელს იქორწინეს.

8. ჩელსი კლინტონი და მარკ მეზვინსკი: 3 მილიონი დოლარი

ჩელსი კლინტონს ქორწილში ორი Vera Wang-ის კაბა ეცვა. პირველის ღირებულება 500,000 დოლარი ღირდა, მეორე კი 20 000. ქორწილში 200 სტუმარი იყო დაპატიჟებული. ყვავილებში, მორთულობასა და მენიუში კი წყვილმა 3 მილიონი დოლარი დახარჯა.

7. პოლ მაკარტნი და ჰეზერ მილსი: 3 მილიონი დოლარი

2002 წელს ირლანდიის ციხესიმაგრეში იყო პოლ მაკარტნიმ და ჰეზერ მილზიმ ზღაპრული წვეულება მოაწყეს. ქორწილი 3 მილიონი დოლარი დაჯდა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა, მათ სტუმრებს ვეგეტარიანული მენიუ მიართვეს.

6. ჯორჯ კლუნი და ამალ ალამუდინი: 4,6 მილიონი დოლარი

ჯორჯ და ამალ კლუნებმა ქორწილი იტალიაში, ვენეციის სასტუმრო Cipriani- ში გადაიხადეს. მათ 250 000 დოლარი დახარჯეს ყვავილებზე და 30 000 დოლარი მხოლოდ ერთ კერძში, რომელიც მათ სტუმრებს შესთავაზეს. ქორწილი 4.6 მილიონი დოლარი დაჯდა.

5. ჯასტინ ტიმბერლეიკი და ჯესიკა ბილი: 6,5 მილიონი დოლარი

ჯესიკა ბილის ჩაცმულობა მის 6,5 მილიონ დოლარიანი ქორწილის მთავარი მომენტი იყო. ვარდისფერი კაბა 100 000 დოლარი ღირდა. ჯასტინს კი ტომ ფორდის სმოკინგი ეცვა. წყვილმა ქორწილში მხოლოდ 100 ადამიანი დაპატიჟა, წვეულება კი მთელი ერთი კვირა გაგრძელდა.

4. კიმ კარდაშიანი და კრის ჰამფრიზი: 10 მილიონი დოლარი

კიმ კარდაშიანმა და კრის ჰამფრიზმა ქორწილის დღესასწაულზე 10 მილიონი დოლარი დახარჯეს. წვეულება 72 დღე გაგრძელდა. მხოლოდ ყვავილები 2 მილიონი დოლარი ღირდა, ხოლო კიმის ალმასის თმის ორნამენტი 2.5 მილიონი დოლარი. წვეულებას დაესწრო 500 სტუმარი, მოწვევებზე 10,000 დოლარი დაიხარჯა. ტორტის ღირებულება 6000 დოლარი იყო. ქორწილი 2011 წელს შედგა.

3. მაიკლ ჯორდანი და ივეტ პრიეტო: 10 მილიონი დოლარი

მაიკლ ჯორდანმა და ივეტ პრიტომ საქორწინო ცერემონიალისთვის 10 მილიონი დოლარი დახარჯეს. კალათბურთის ლეგენდამ და მისმა მეუღლემ წვეულება 300 მეგობართან ერთად გამართეს. ივეტის კაბა გაფორმებული იყო სვაროვსკის კრისტალებით.

2. მეგან მარკლი და პრინცი ჰარი: 45 მილიონი დოლარი

ალბათ, არავის გაუკვირდება ის ფაქტი, რომ პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილი ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ცერემონიალია მსოფლიოში. „ინსაიდერის“ ინფორმაციით, სნაიპერების, საიდუმლო პოლიციის, სამხედრო ტექნიკის და უსაფრთხოების თვითმფრინავების ჩათვლით, ქორწილი 45 მილიონი დოლარი დაჯდა.

მხოლოდ ტორტის ფასი 71,600 დოლარს შეადგენდა.

1. პრინცესა დაიანა და პრინცი ჩარლზი: 110 მილიონი დოლარი

პრინცესა დაიანასა და პრინცი ჩარლზის საქორწინო ცერემონიალი ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული ქორწილად ითვლება. 1981 წელს მათი სამეფო ქორწილი 48 მილიონი დოლარი დაჯდა, რაც დღევანდელ ბაზარზე 110 მილიონი დოლარია.

ეს იყო ზღაპრული მოვლენა, ისინი 3 500 სტუმარს მიესალმნენ. პრინცესა დიანას კაბაში შედიოდა 10,000 ნამდვილი მარგალიტი. ტორტის სიმაღლე 5 მეტრი იყო.

Business Insider იუწყება, რომ ყველაზე დიდი თახა უსაფრთხოების დაცვას დაეთმო.

(წყარო - therichest.com)


გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

შეიძლება დაგაინტერესოთ:

კომენტარები
კომენტარის მინიმალური ზომა - 50 სიმბოლო.