მომხმარებლის შექმნა
www.topwed.ge » სტატიები » 5 მიზეზი თუ რატომ არის ზაფხული საუკეთესო დრო ქორწილისთვის

5 მიზეზი თუ რატომ არის ზაფხული საუკეთესო დრო ქორწილისთვის

01 май 2022, 20:57
სტატიები
560
0
5 მიზეზი თუ რატომ არის ზაფხული საუკეთესო დრო ქორწილისთვის

 

თუ დაქორწინებას მალე აპირებთ, ზაფხული იდეალური არჩევანია. ხოლო ივნისი საუკეთესო თვე.  ნაკლები სიცხე, ნათელი დღეები, სტუმრების არაჩვეულებრივი განწყობა - ქვემოთ მოგიყვანთ რამდენიმე მაგალითს, თუ რატომ არის ზაფხული საუკეთესო პერიოდი, ქორწილის დასაგეგმად.

 

როგორც უკვე ვთქვით პირველი მიზეზი ადამიანების განწყობაა. ზამთრის უფერული დღეებისგან დაღლილები, ისინი თავისუფლად ახერხებენ შორ მანძილზეც, თქვენთვის მნიშვნელოვანი დღისთვის, ზაფხულის თბილი და მხიარული საღამოს გასაზიარებლად ჩამოსვლას. საზაფხულო შვებულებებისა და არდადეგების გამო, ნაკლებად ფიქრობენ სხვა ვალდებულებზე და მთლიანად ტკბებიან წვეულებით.

 ზაფხულში ადამიანები თავიანთი ვიზუალური და შინაგანი მხარის საუკეთესო ვერსიებს წარმოადგენენ.  გამოიყურებიან ბევრად უკეთ , ვიდრე დანარჩენ სეზონებზე. აქედან გამომდინარე მათი განწყობაც ბევრად ამაღლებულია.

გაცილებით დიდი არჩევანია ყვავილების შესარჩევად და დეკორის გასალამაზებლად. ზაფხული ხელსაყრელი პერიოდია არამარტო წყვილებისთვის და ძალიან კოფორტული საქორწილო დიზაინერებისთვის.

 თბილი და ნათელი დღე, შექმნის ძალიან ლამაზ გარემოს, რომლის აღბეჭდვაც ფოტოებზე და ვიდეოებზე გაცილებით ეფექტურია. გექნებათ შთამბეჭდავი და ზღაპრული ფოტომასალა თქვენი ქორწილიდან.

 და ბოლოს, ზაფხულის საქორწილო წვეულება შედარებით ნაკლებ ხარჯებთანაა დაკავშირებული. შეგიძლიათ შეარჩიოთ მეტად ჰაეროვანი კაბა, წვეულებისთვის გარე სივრცის დიზაინი თავად შექმნათ, სტუმრებს შეურჩიოთ მსუბუქი მენიუ და ამ ყველაფრის ორგანიზება თავად მოახერხოთ.


გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

შეიძლება დაგაინტერესოთ:

კომენტარები
კომენტარის მინიმალური ზომა - 50 სიმბოლო.